weather cur horoscope tv
იანვარი 25, 2025

საზოგადოება

ახალციხის მუნიცილაპიტეტის სოფელ ჭაჭარაქის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ 70 სული საქონელი მოპარეს. დაზარალებულებმა გამოცემა „სამხრეთის კარიბჭეს“ უთხრეს, რომ საქონელი თურქეთის საზღვართან მდებარე ე.წ. უზუნჩაირის მთაზე ჰყავდათ. მათი ვარაუდით, ძროხები თურქმა მომთაბარე…

გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლიციის მიერ 3000 – 3000 ლარით დაჯარიმებულ 7 მოქალაქეს, ჯარიმები გაუუქმდა. საპატრულო პოლიციამ მოქალაქეები 17 აპრილს, გორში, დისტანციის დაუცველობის საბაბით დააჯარიმა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებით, პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევა ერთჯერადად გადაუვადდებათ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს პირბადის მოხსნა შეეძლებათ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 23-ით გაიზარდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე განახლდა.

სარფის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან საპროტესტო აქცია გამართეს მოქალაქეებმა, რომლებიც საზღვრის ჩაკეტვამდე თურქეთში მუშაობდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ოთხი თვეა შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მამაკაცს, რომელიც სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანს დაესხა თავს. სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და ბრალდებული დისკრიმინაციული ფორმით ჩადენილ ძალადობაში სცნო…

სკოლა „ალბიონის“ ორ პედაგოგს – ნ.ს.-ს და ვ.ქ.-ს პროკურატურამ გულგრილობის მუხლით ბრალი წაუყენა. საქმე ეხება 2019 წლის 26 მაისს, ლაგოდეხის ნაკრძალში მომხდარ შემთხვევას, როდესაც სასკოლო ექსკურსიაზე მყოფი 16 წლის სოფიო…

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობაზე გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დაინიშნა. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია დღეს, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსიით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი ერთით გაიზარდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]