საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ახალქალაქში, სოფელ ყულალისთან, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები მეოთხე დღეა გაფიცულები არიან. გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, სახელფასო დავალიანებას დაახლოებით 65 მუშა ითხოვს.
ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, უკანაფშავში, სოფელ ვაკისოფელში პირველად ჩაირთო ინტერნეტი. ამის შესახებ ინფორმაციას „მთის ამბები“ ავრცელებს.
ოზურგეთის რაიონის დაბა შეკვეთილში, ბათუმიდან სენაკის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი, რომელსაც მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები გადაჰყავდა, სავალი გზის ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს, რომელიც 20 ივნისიდან, პარლამენტის წინ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი ორგანიზატორია, მოკვლით ემუქრებიან. მაქარაშვილის განცხადებით, მუქარის შემცველი შეტყობინებები სოციალურ ქსელში მიიღო.
„ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთი-იონის“ ორგანიზებით, 2019 წლის 29 ივნისს, ფრანგ და ქართველ მედიკოსთა მე-8 კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის თემა ტუბერკულოზის მართვის თანამედროვე მიდგომები და პრინციპები იყო.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ყვავილებით და სანთლებით შეამკეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და საფლავები.
გორსა და ზუგდიდში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ორგანიზებით, დღეს საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვეს.
გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით, გურჯაანში რეგიონული ინოვაციების ცენტრი შენდება. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება, რისთვისაც 2 178 598 ათასი ლარია გამოყოფილი.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის პროგრამის ფარგლებში 2019 წლის ივნისში სულ 22 236 ლარი დაიხარჯა. აქედან 1 889 ლარით დაფინანსდა დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური…
ბაჩანა შენგელია მისი დედის, ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გამოკითხვას ითხოვს. სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, შესაბამისი წერილით შენგელია პროკურატურას მიმართავს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11