საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ლიტერატურული კონკურსის „საბა“ 2019 წლის მონაწილეთა სია უკვე ცნობილია. 8 ნომინაციის ფინალისტებს ჟიური შემოდგომაზე გამოავლენს. დანარჩენ 2 ნომინაციაში გამარჯვებულები, ფინალისტების დასახელების გარეშე, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და უკრაინის საელჩოს ერთობლივი ინიციატივით, თელავის თეატრში ქართულ-უკრაინული კულტურული ღონისძიება მოეწყო.
თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფრის ინფორმაციით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში ადგილობრივმა მამაკაცმა, თანამზრახველთან ერთად, ჰასკი მავთულით ჩამოკიდა და ხელკეტით ყბის ძვლები ჩაუმსხვრია.
საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, 2019 წლის 20-დან 21 ივნისის ღამეს, ცალკეული პირების მიერ იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება. მათივე განმარტებით, ამ განზრახვის განხორციელების პირველი ფაზა…
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევად ხელახლა გამოცხადებულ კონკურსში 12 კანდიდატი მიიღებს მონაწილობას. მაუწყებელს ახალი დირექტორი, სავარაუდოდ, 15 ივლისისთვის ეყოლება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, გიორგი ყაყიჩაშვილს უფლებამოსილება შეუჩერდა. როგორც სამინისტოში განაცხადეს, ეს გადაწყვეტილება პარლამენტის შენობის წინ, 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამოძიებას უკავშირდება. ყაყიჩაშვილს უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე აქვს…
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სტეფანწმინდაში, გერგეტის სამებისკენ მიმავალი საცალფეხო ბილიკიდან 60 წლამდე მამაკაცი გადავარდა და დაიღუპა. როგორც „რეგინფოს“ ადგილობრივებმა უთხრეს, გარდაცვლილი ისრაელის მოქალაქეა.
ქარელის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის, ნუგზარ დაბრუნდაშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ძამის ხეობის სოფელ გვერძინეთში სასულიერო პირები აჭარელ ეკომიგრანტებს ავიწროებენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების შემდეგ, გამოცდებიდან ორი აბიტურიენტი მოიხსნა. ერთ შემთხვევაში, აბიტურიენტის ნაცვლად გამოცდაზე გასვლას სხვა პირი ცდილობდა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ლიბერთი ბანკის ჯგუფურად დაყაჩაღებაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. სასამართლომ სამივე მათგანს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11