weather cur horoscope tv
იანვარი 13, 2025

საზოგადოება

ჟინვალის წყალსაცავიდან მაშველებმა ორი დღის წინ დაღუპული მამაკაცის ცხედარი ამოასვენეს. 53 წლის ი.ჟ. ჟინვალი-შატილი-ბარისახოს საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე ცემენტმზიდის მძღოლად მუშაობდა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა დარტყმა მიაყენოს ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტს - საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და მის ერთიანობას. ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ემუქრებათ ჰააგაში…

ქუთაისში მდებარე N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი, 25 წლის ემილ ხოფერია გარდაცვლილი იპოვეს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, 15 ნოემბერს, დაახლოებით 3:30 საათზე, მსჯავრდებულმა საკნის საპირფარეშოში თვითნაკეთი თოკის გამოყენებით თავი მოიკლა.

დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 53-ე კილომეტრიდან 106-ე კილომეტრამდე (კორშა-შატილი) ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.  

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე, მესტიის მუნიციპალიტეტის იფარის ადმინისტრაციულ ერთეულში 10 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტირებული მონაკვეთი უღვირის უღელტეხილზე იწყება და სოფელ იფარამდე მიდის.

სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი − წამლის სააგენტო დაფუძნდება. შესაბამისი დადგენილება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო ჯვრის უღელტეხილზე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-ე კილომეტრიდან (ფოსტა) – 107-ე კილომეტრამდე (კობი) ყველანაირი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

საქართველოში აზიური ფაროსანას გავრცელების არეალად სამეგრელო, გურია აჭარა, იმერეთი და აფხაზეთი მიიჩნევა, რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს, სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ აღნიშნულ პერიმეტრზე მავნებლის მხოლოდ ერთეული შემთხვევები ფიქსირდება,…

„დედაქალაქის მერიამ ზემო ფონიჭალაში, N23 კორპუსში მცხოვრები 28 ოჯახისთვის დროებითი საცხოვრებელი ფართები მოიძია და ისინი დღესვე დაბინავდებიან“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კომპანიონ ცხოველთა თავშესაფრების მოწყობას იწყებს. სამინისტროში აცხადებენ, რომ კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში თავშესაფრების მშენებლობაზე მუნიციპალური განვითარების ფონდი ტენდერებს წლის ბოლომდე გამოაცხადებს, სხვა რეგიონებში კი - მომავალ…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]