საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თურქეთის მხარეს, საბაჟოზე მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე, სარფის საბაჟო პუნქტში საბაჟო პროცედურები შეჩერებული იქნება.
„საქართველოს რკინიგზა“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018-ის გამარჯვებული წლის საუკეთესო ბიზნესპარტნიორის ნომინაციაში გახდა.
ვაზიანში სამხედრო აეროდრომი აშენდება - ამ ინიციატივის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაურმა გენერალმა სტივენ ლაიენსმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან შეხვედრისას ისაუბრა.
თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
„ხალხო, საქართველოს ერო, გეხვეწებით, ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას ეს უვარგისი მთავრობა, რომელიც სისხლით შემოვიდა. ჩემს შვილს, თემირლან მაჩალიკაშვილს „ოცნებამ“ ოცნება წაართვა“, – განაცხადა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმის მიერ სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან…
„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის და მისი შვილების მიმართ შესაძლო მუქარაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრაზე წყლის დონის და ატმოსფერული ნალექების მზომი ავტომატური მოწყობილობები დამონტაჟდა.
თბილისში, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა და მისი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას გამართავენ. აქციის მთავარი მოთხოვნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, ამჟამად…
მთავრობის გადაწყვეტილებით დაბა ჩხოროწყუს ქალაქის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ სახალხო დღესასწაულზე „კოლხური შემოდგომა“ განაცხადა.
სვეტიცხოვლის საძმო ბერა ივანიშვილის და მისი მეუღლის, ნანა გუდავაძის ჯვრისწერასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჯვრისწერის გამო სვეტიცხოვლიდან მლოცველები გამოყარეს, სიმართლე არ არის.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11