საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ზემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილი 9 თვის ბავშვის ცხედარი იპოვეს. მანამდე მაშველებმა ნანგრევებიდან ბავშვის დედის ცხედარი ამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულია.
მაშველებმა ზემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც დილით აფეთქება მოხდა, ქალის ცხედარი იპოვეს. მეორე სართულზე ნანგრევებში მოყოლილ დედა-შვილს ეძებდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ტყიბულში, კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაციულ შენობაში მეშახტეებს ხვდება. შეხვედრაზე სავარაუდოდ შახტებში წიაღისეულის მოპოვების სამუშაოების აღდგენის საკითხს და შრომის უსაფრთხოების პირობებს განიხილავენ.
ზემო ფონიჭალაში, N23 საცხოვრებელ კორპუსში, რომელიც გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქების დროს დაზიანდა, ორ ადამიანს ეძებენ. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, მეორე სართულზე სავარაუდოდ დედა-შვილი იმყოფებოდნენ.
თბილისში, ზემო ფონიჭალაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე აფეთქება მოხდა, რასაც ნგრევა მოჰყვა. ადგილობრივების თქმით, დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი და ჩვილიც არიან.
ზუგდიდში, გვიან ღამით შუახნის მამაკაცი სავარაუდოდ დანით დაჭრეს. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მაშველებმა ჟინვალის წყალსაცავში ჩავარდნილი ბეტონმზიდი და მასში მყოფი 53 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მაშველები ცხედრის ამოყვანას ცდილობენ, რისთვისაც წყალქვეშ მანქანის კარის გაჭრა იქნება საჭირო.
ჟინვალის წყალსაცავში ცემენტმზიდი გადავარდა. შემთხვევა წყალსაცავის მარცხენა მხარეს, ფშავისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ ჩინთსა და სოფელ თვალივს შორის მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.
სანამ ფერმერთა ნაწილი აზიური ფაროსანასა და სოკოვანი თუ ბაქტერიული დაავადებების გამო, თხილის მოსავლის გაფუჭებაზე ჩივის, ხობის რაიონში, ახალ ხიბულაში მცხოვრებმა მერაბ ნადარიამ მოსავლის დანაკარგის გარეშე აღება მოახერხა. „იგივე მდგომარეობა მქონდა…
ზესტაფონში ავტოსადგომზე დასაქმებულებს შორის ჩხუბის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ე.წ. სტაიანშჩიკებს შორის კონფლიქტი თანხის განაწილების გამო დაიწყო, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მამაკაცს თავში რკინის ნაჭერი ჩაარტყეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11