საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სამართალდამცავები აქციის მონაწილეებისთვის გაუშლელი კარვების წართმევას შეეცადნენ.
ბაღდათის რაიონის სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე შერეული ტყის ქვედა საფარი იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰექტარი.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს მავთულხლართების გავლება აქვთ დაწყებული, ანტისაოკუპაციო აქცია გაიმართა.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით ბათუმში ირანის მოქალაქე დააკავეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით პროდუქციის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადატანის მცდელობის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა და მისი მეუღლე ნანუკა გუდავაძე საპატრიარქოში მიიღო და ჯვრისწერის წინ დალოცა.
შინდისის გმირების მემორიალს თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები დაიცავენ. შიდა ქართლის გუბერნიის აპარატმა და თავდაცვის სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება მემორიალის დარბევის შემდეგ მიიღეს.
ხადის ხეობაში სმიტების მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მალხაზ კობაურს ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნების მიღების შემდეგ მას ბრალად წარედგინა ლორა სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მისი მკვლელობა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ღანირის თემის მაჟორიტარ დეპუტატს, ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ წევრს, ბადრი შენგელიას ნათესავი ქალი ცემაში ადანაშაულებს.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ საახალწლო ნაძვის ხის დადგმის გამო, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის საპროტესტო აქციის გაგრძელება შეუძლებელი იქნება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11