საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სქესობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა შეიქმნება, რომლის მიზანი სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა კონტროლი და მათი მხრიდან მოსალოდნელი სექსუალური ძალადობისაგან არასრულწლოვნების დაცვა იქნება.
„უსამართლობა, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს, დღეს გვყოფს. ტკივილი, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს, დღეს პოლიტიკურად გამოყენებულია. ერთობა, რომელმაც საზოგადოებად უნდა გვაქციოს, დარღვეულია“, – ამბობს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის…
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 12 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით 55 წლამდე მამაკაცი დააკავეს. პოლიციამ ბრალდებული ბათუმში, მოქალაქეების შეტყობინების საფუძველზე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ბ.ა. და 1975 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი გ.ს. დააკავეს.
ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ თბილისის მერია პარლამენტის შენობის წინ საახალწლო ნაძვის ხის დადგმას აპირებს, რის გამოც მას და მალხაზ მაჩალიკაშვილს აქციის ადგილის…
ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის „ბორდერიზაციას“ სოფელ ატოცთან, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კახეთში 332 მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდა. ღონისძიება ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, „ილიაობის“ დღესასწაულზე გაიმართა.
გურჯაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე დაიღუპა. 50 წლამდე ქალი სავარაუდოდ გზაზე გადადიოდა, როდესაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ახალქალაქში ოპოზიციის მხარდამჭერ რემიკ პოღოსიანის ცემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, გამოკითხვის დროს დაზარალებულმა განაცხადა, რომ მის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, დიმიტრი მედოევს შეხვდება. შეხვედრა 12 ნოემბერს მოსკოვში გაიმართება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11