საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სამტრედიის სავაგონო დეპოში ვაგონის შემკეთებელი გარდაიცვალა. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, შემთხვევა 6 ნოემბერს, სამუშაო საათებში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, რკინიგზელის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
21 ნოემბრიდან პირველი დეკემბერის ჩათვლით, თბილისში ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი გაიმართება, რომლის ფარგლებში დედაქალაქში ღამის მერები, ურბანული განვითარებისა და კულტურის მენეჯმენტის დარგის ექსპერტები ჩამოვლენ.
თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე მდებარე სამსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 66 წლის ქალი დაიღუპა. მეხანძრე-მაშველებმა 5 ადამიანი, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვი უვნებლად გამოიყვანეს.
ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია კამპანიის „ძლიერები არ ძალადობენ“ ფარგლებში ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეებს შეხვდა. ფეხბურთელმა ბავშვებს სკოლაში ბულინგთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და რჩევებიც მისცა.
თბილისში, ვარკეთილში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად 9 წლის ბავშვი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.
საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებები გრძელდება, ტემპერატურის კლებასთან ერთად მავნებელი საყანე და საკარმიდამო ფართობებიდან სახლებში და შენობებში გამოსაზამთრებლად ინაცვლებს. სანამ მოსახლეობას ბაღლინოჯს მოზამთრე ფაზის დროს ბრძოლის მექანიკური საშულებების შესახებ მივაწვდით…
რუსთავის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ზაზა სარალიძის პროცესი გაიმართა. მთავარ პროკურატურაში აცხადებდნენ, რომ ბრალდების მხარე სარალიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, თუმცა ეს შუამდგომლობა დღეს არ დაუყენებიათ.
რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ოპერაციის შემდეგ 17 წლის ბიჭი გარდაიცვალა. „ინფო რუსთავთან“ ინტერვიუში გარდაცვლილის მამა ამბობს, რომ შვილი საავადმყოფოში მას შემდეგ მიიყვანა, რაც ავტომობილი დაეჯახა და ხელი მოსტყდა.
ტემპერატურის დაცემასთან ერთად აზიურმა ფაროსანამ უკვე საცხოვრებელ სახლებში გადაინაცვლა. სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ამ პერიოდში მნიშვნელოვანია მოქალაქეების აქტიურობა, რათა მათ აზიური ფაროსანა მექანიკური მეთოდებითა და სახლის პირობებში დაშვებული პრეპარატებით…
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 2019-2021 წლებში, სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და მასწავლებლებს ხელფასები გაეზრდებათ.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11