საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
დღეიდან ძალაში შევიდა კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“, რომლის საფუძველზეც შენობა-ნაგებობების უმეტესობაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა.
ზაზა სოფრომაძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ის სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ საკირეს ტყეში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილი მიუვალია, რის გამოც ცეცხლის კერასთან სახანძრო მანქანები მიახლოებას ვერ ახერხებენ. მათივე ინფორმაციით,…
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეს ტყეში ხანძარია. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით ორი საათის წინ სოფლიდან შვიდ კილომეტრში გაჩნდა.
ირლანდიის რესპუბლიკამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. იუსტიციის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში 16 აპრილს შევიდა. მინისტრის შესაბამის განკარგულებაში ნათქვამია, რომ საქართველომ აღნიშნულ კატეგორიაში აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად გადაინაცვლა.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, იმერეთის რეგიონის 10 მუნიციპალიტეტში 48 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა იმუშავებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურიშვილის განცხადებით, რესურსები მაქსიმალურად არის მობილიზებული იმისთვის, რომ მავნებელის წინააღმდეგ…
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს. სოფლის ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით მუშავდება.
თბილისში ახალგაზრდა ქალი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა 29 აპრილს, გამთენიისას მოხდა. სიკვდილის მიზეზი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერებით ინტოქსიკაცია გახდა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში ადგილობრივებმა აქცია გამართეს და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული 29 წლის დიმიტრი ჭრელაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა დაკავების დღიდან შიმშილობს. მათივე თქმით, მას იმ…
შიდა ქართლში, ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობაზე დასაქმებული 80-მდე მუშა გაიფიცა. ისინი დამსაქმებელი ჩინური კომპანია „სინოჰიდროსგან“ ხელშეკრულების გაფორმებას, ხელფასის მომატებას და დასვენების დღეს ითხოვენ. მუშები დამსაქმებლების მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზეც…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11