საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ აზიური ფაროსანა, რომელიც აფხაზეთშია გავრცელებული, ბიოლოგიური დივერსიის ფარგლებში საქართველოში ხელოვნურად გამოიყვანეს“, – ამის შესახებ რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა იულია მელანომ განაცხადა.
ახალციხეში, კლინიკა „იმედში“, მშობიარობიდან ორი დღის შემდეგ 23 წლის ქალი გარდაიცვალა. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. სამშობიაროსთან გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან. ისინი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადამიანით ვაჭრობაში ბრალდებული უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დამნაშავედ სცნო და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ფიზიკურ და იურიდიული პირებს შორის 5000 ლარამდე ქონებრივ დავებს მაგისტრატი მოსამართლეები განიხილავენ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შეტანილი აღნიშნული ცვლილება 2018 წლის 29 მარტიდან ამოქმედდა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია თანამშრომლებისთვის ხელფასის მომატებას ითხოვს. საუბარია ტერიტორიულ ორგანოებში დასაქმებული პირების, ასევე მერიის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლების ხელფასის გაზრდაზე. ეს საკითხი საკრებულომ დღეს უნდა განიხილოს.
2017 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 53 293 ბავშვი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, ქვეყანაში 27 658 ბიჭი და 25 635 გოგო დაიბადა. გასულ წელს ყველაზე მეტი დაბადება დაფიქსირდა თბილისში (14 906 ბავშვი),…
2017 წელს ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად სსიპ შემოსავლების სამსახური დასახელდა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით, შემოსავლების სამსახურს გაეგზავნა 29 მოთხოვნა, საიდანაც ინსტიტუტს პასუხი არცერთ მოთხოვნაზე არ მიუღია.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ნიკოლოზ დიასამიძე, მის მოადგილედ კი პოლიციის პოლკოვნიკი ირაკლი ჯიქია დანიშნა.
მოსკოვის ნიკულინის სასამართლომ ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტს, ზაქარია კალაშოვს, მეტსახელად „შაქრო მოლოდოის“, 9 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ ის გამოძალვაში ცნო დამნაშავედ. კალაშოვი სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ძირითადი რეგისტრაცია 30 მარტს, 18:00 საათზე დასრულდება. ამავე დროს შეწყდება რეგისტრაცია სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდებისთვისაც.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11