საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, 40 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ქალი ბინაში ქირით ცხოვრობდა. რამდენიმე დღის განმავლობაში ის არავის უნახავს, რის გამოც ბინის მეპატრონემ 112-ში დარეკა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მკაცრდება სასჯელები დანაშაულის დაფარვის, დანაშაულის შეუტყობინებლობის, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენების მიცემისთვის.
არალეგალურ მიგრაციაში ხელშეწყობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება გახდება. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.
„წელს 100 წელი სრულდება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან და ეს არის უდიდესი დღესასწაული, რომელიც მთელმა ქვეყანამ ერთად უნდა ვიზეიმოთ“, – ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
რუსეთი ვერანაირად ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მოხდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
სამართალდამცველებმა რუსთავში, „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიალის დაყაჩაღების ბრალდებით 1964 წელს დაბადებული დ.შ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მესტიის პოლიციის თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული მაქსიმე გვარმიანი ძალადობით სხვისი მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით ჭუბერში დააკავეს.
ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე ორი 16-სართულიანი კორპუსი შენდება, რომელშიც საცხოვრებელ ფართს დევნილთა 164 და სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა 208 ეკომიგრანტი ოჯახი მიიღებს. კორპუსების მშენებლობა 2018 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.
რუსული მხარე აფხაზეთის მცხოვრებლებს 1 კილოგრამ ფაროსანაში 1000 რუბლს (დაახლოებით 42 ლარი) სთავაზობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ჯამბულატ ხატუოვმა სოხუმში განაცხადა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურებრივი გულგრილობისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე დიმიტრი კალატოზიშვილი და გამგეობის კიდევ ექვსი მოხელე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11