საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვის ცერემონიის გამო, თბილისის შემოსასვლელი საავტომობილო გზა, ასევე, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოსკენ ამსვლელი გზა გადაიტვირთება, რაც მოძრაობის შეფერხებას გამოიწვევს. ამასთან დაკავშირებით შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 150-ე კმ-ზე (სოფ. ხევთან) მოძრაობა თავისუფალია.
რიკოთის უღელტეხილზე, სოფელ ხევთან თხევადი გაზით დატვირთული ავტოცისტერნა გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საწვავმზიდის მძღოლი გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით, ბათუმში, აღნიშნულ სასტუმროში მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე 2 პირი - თურქეთის…
ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა „ხადორი 3“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეთა თქმით, ჰესის აშენება სოფელს საძოვრის გარეშე დატოვებს, 4.5 კილომეტრზე მდინარე ალაზნის მილში მოქცევის…
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ინტენსიური ნალექების შედეგად ზვავსაშიშროებაა, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეები - იოსებ გუნდიშვილი და დავით გერკეული გაათავისუფლა. ისინი ქართულ მხარეს დღეს, ერგნეთის საგუშაგოსთან გადასცეს.
საქართველოს პარლამენტმა გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. კანონპროექტს 75 ხმა სჭირდებოდა, მაგრამ მას მხარი მხოლოდ 66-მა დეპუტატმა დაუჭირა, 14 კი წინააღმდეგ წავიდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოფელ წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის სახლში მივიდა და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-თან მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული „ქართული მარშის“ ექვსი აქტივისტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომათა დარბაზში მოსამართლე დავით კურტანიძის შესვლისას, „ქართული მარშის“ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები ფეხზე წამოდგნენ…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11