საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ქარელის პოლიციამ სოფელ რუისში, წმინდა დემეტრეს სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ძველი საფლავების გადათხრის ფაქტის შესწავლა დაიწყო. ძველი სასაფლაოს ტერიტორია გალავნის ასაშენებელად, ეკლესიის მოძღვრის გაბრიელ იმედაიშვილის მითითებით, 2 კვირის წინ გადათხარეს.
ალბანეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ალბანეთის რესპუბლიკაში, შეუძლია, ვიზის გარეშე შევიდეს და დარჩეს ალბანეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 90 დღე, ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში 40 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ოჯახის წევრებმა მამაკაცი მეუღლის სახლში იპოვეს ჩამომხრჩვალი.
ჭიათურაში, შურუთის მაღაროში 45 წლის ზაზა აბრამიშვილი დაიღუპა. შემთხვევა დღეს, 26 მარტს, დილით მოხდა. პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის თამაზ დოლაბერიძის თქმით, იმ ადგილას, სადაც მაღაროელები მუშაობდნენ, სამთო მასა ჩამოინგრა და ერთ-ერთ…
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში მდებარე დედათა და ბავშვთა თავშესაფარი გუშინ საღამოს გაჩენილი ხანძრის შედეგად ნაწილობრივ დაიწვა. ცეცხლი აივნის სახურავზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად დამწვარია ჭერი, აივანი და ოთახი, სადაც საოჯახო ტექნიკა…
ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალურად მაღალმთიან რაიონებში ოპერირებისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 22 ახალი ჯიპის ტიპის მანქანა გადასცა. ავტომობილები ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო წესით სრულად არის აღჭურვილი.
სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე ბრალდებულებს, გიორგი მიქელაძეს და ფატი იაუზის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია „აიისა“-ს წინააღმდეგ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პრეზერვატივის შეფუთვაზე თამარ მეფის ფოტოს არსებობა გააპროტესტეს. მათი თქმით, ეს მართლმადიდებლების რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს. აქციის მონაწილეებმა სარეალიზაციო ქსელიდან აღნიშნული…
კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები 14:45 საათზე დაფიქსირდა.
ზუგდიდი-ჯვარი-ხაიში-მესტიის საავტომობილო გზის ლაჯურღულას და შავღელეს მონაკვეთებზე უკვე მეორე დღეა მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის აკრძალულია. ინტენსიური წვიმის გამო ამ ადგილებში მეწყერი ჩამოწვა. ჩაკეტილი გზის ორივე მხარეს ავტომანქანებია გაჩერებული. ადგილობრივების თქმით, ტურისტები გზაში…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11