საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრი 25 მარტს დაარსებიდან 15 წლისთავს აღნიშნავს. იუბილე ცენტრისთვის აკადემიის სტატუსის მინიჭებითა და სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსის დაწყებით აღინიშნა.
ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. ჩვილი ბოძზე პოლიეთილენის პარკით იყო ჩამოკიდებული. ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამჟამად ახალშობილთა განყოფილებაშია მოთავსებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით თურქეთის, სირიის და უზბეკეთის მოქალაქეები დააკავეს.
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 25 მარტს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო წირვას სიონის საკათედრო ტაძარში აღავლენს.
არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში სავარაუდოდ წამებით მოკლეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვას საქართველოს პრეზიდენტი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პოლიტიკოსები, სასულიერო პირები და რიგითი მოქალაქეებიც ესწრებოდნენ.
აჭარაში, სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი ყვითელი თოვლით დაიფარა. კურორტის ადმინისტრაციის განმარტებით, თოვლის საფარს ფერი გუშინ მოსულმა ნალექმა შეუცვალა.
საქართველოს პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ პრეზიდენტმა განცხადება მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა, სადაც არჩილ ტატუნაშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა გონიოსა და ბათუმში, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე, 6 პირი, მათ შორის, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე ამხილეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 ფისკალური წლის აშშ-ის ბიუჯეტში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი შენარჩუნდა. ბიუჯეტის კანონს დონალდ ტრამპმა ხელი 23 მარტს მოაწერა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლულია. შს მინისტრი სოფელ წილკანში იმყოფებოდა, სადაც ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11