საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
26 წლის ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია. ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტმა იაპონელი რიუჯუ ნაგაიამა დაამარცხა. ფინალში მისი მეტოქე უზბეკი შარაფუდინ ლუტფილაევი იქნება.
მესტია-უშგულის საავტომობილო გზა, რომელიც სოფელ მულახში ადგილობრივებს პროტესტის ნიშნად ჰქონდათ გადაკეტილი, აქციის მონაწილეებმა დროებით გუბერნატორის თხოვნით გახსნეს. მულახის თემის 12 სოფლის მოსახლეობა შიდა გზების მოწესრიგებას, ისტორიული კოშკებისა და ელექტროენერგიის ქსელის…
ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელთან ტყის ხანძარს თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკით აქრობენ.
ბერლინის პროკურატურის ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. საგამოძიებო უწყების ცნობით, ის რუსეთის მოქალაქეა. გერმანული მედია წერს, რომ ბრალდებული ჩეჩნეთის მკვიდრია.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში 35 წლის კაცი დააკავა.
ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელთან მესამე დღეა ხანძარს ებრძვიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ცეცხლის ჩაქრობას ცოცხალი ძალით, მძიმე სახანძრო ტექნიკით და 3 ვერტმფრენით ცდილობს, მაგრამ ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება.
თბილისის ზღვაში ორი გუდამაყრელი ახალგაზრდა დაიხრჩო. როგორც „რეგინფოს“ გუდამაყრის თემში დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა მალხაზ წიკლაურმა უთხრა, გარდაცვლილები არიან სოფელ თორელაანიდან, 29 წლის ალიკა ბექაური და სოფელ ზანდუკიდან, 33 წლის…
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სახანძრო ტექნიკის გადასაადგილებლად ცეცხლის კერებისკენ გზას გაიყვანენ. ამის შესახებ „რეგინფოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.
აფხაზეთში ხვალ, 25 აგვისტოს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტზე კენჭს 9 კანდიდატი იყრის. კანდიდატებს შორის არის მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.
ბახმაროში გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი სახლი და ერთი კოტეჯი დაიწვა. ამის შესახებ „რეგინფოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცნობეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11