weather cur horoscope tv
ივლისი 09, 2025

გოლანის მაღლობებზე ახალი დასახლებას აშშ-ის პრეზიდენტის საპატივსაცემოდ „ტრამპის მაღლობები“ უწოდეს. როგორც გახსნის ცერემონიაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, დასახლების გახსნა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დამსახურებაა, რომელმაც გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა.

არგენტინის ნაკრები რეგრესს განიცდის, გუნდი „კოპა ამერიკის“ პირველ შეხვედრაში კოლუმბიასთან დამარცხდა, ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ კი „ალბისელესტეს“ წაგების შემდეგ ჟურნალისტებთან თავისი აღშფოთება ვერ დამალა.

„კოპა ამერიკაზე“ სტუმრად მიწვეულ მეორე აზიურ გუნდს იაპონია წარმოადგენს, რომელიც სამხრეთ ამერიკულ ტურნირზე მთლიანად ექსპერიმენტული შემადგენლობითაა წარმოდგენილი. „ლურჯი სამურაები“ პირველ შეხვედრაში გათამაშების მოქმედმა ჩემპიონმა ჩილეს ნაკრებმა ოთხბურთიანი სხვაობით დაამარცხა.

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველ მატჩში ფიჯის ნაკრებს სძლიეს და სამომავლოდაც ელიტაში ითამაშებენ.

ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულია 7 ადამიანი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში არსებულ ტბაში 11 წლის ბიჭი დაიხრჩო. ბავშვი პარკში ძმასთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ის წყალში საბანაოდ შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.

ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, ქუჩებში პატრულირება, რომელიც „თბილისი პრაიდის“ ჩასაშლელად მის მიერ შექმნილ „სახალხო რაზმებს“ უნდა განეხორციელებინათ, უქმდება. როგორც ვასაძემ განაცხადა ეს პასუხია შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებაზე.

სვანეთში, თეთნულდის მთაზე სლოვაკეთის მოქალაქე დაიღუპა. 50 წლამდე კაცის ცხედარი მაშველებმა მთის ფერდობზე იპოვეს და მესტიაში გადაასვენეს. გარდაცვალებამდე ის მთაზე ტურისტების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა.

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

მოვლენებს წინ არ გავუსწროთ – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დავით სერგეენკოს შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. ამასთან, პრემიერმა დაადასტურა, რომ სამთავრობო გუნდში ცვლილებები განხორციელდება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]