weather cur horoscope tv
მაისი 18, 2025

ჰოლანდიაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 17 წლის მოზარდი ევთანაზიის შედეგად გარდაიცვალა. ნოა პოტჰოვენმა უკანასკნელი პოსტი სოციალურ ქსელში გასულ კვირას გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ უახლოესი 10 დღის განმავლობაში მოკვდებოდა.

ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, თურქეთში დაკავებული ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის (ლავასოღლი) საექსტრადიციო პატიმრობის ვადა ამოიწურა და იგი თურქმა სამართალდამცველებმა გაათავსუფლეს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ბოლო ერთ კვირაში თავი ორმა ახალგაზრდამ მოიკლა. 30 წლამდე ქალის ცხედარი სასაფლაოზე დღეს დილით იპოვეს. რამდენიმე დღის წინ, სოფელ საყულიაში ტყეში ნახეს 25 წლის მამაკაცის ცხედარი.

პირველი ივლისიდან თბილისის მეტრო დილის 6 საათიდან 23:00 საათამდე იმუშავებს. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ამის მიზეზი მეტროში ელექტროგაყვანილობის რეაბილიტაციის მიზნით დაგეგმილი სამუშაოებია.

„ბი-ბი-სის“ ცნობით, აფრიკის სახელმწიფო სუდანის დედაქალაქ ხართუმში საპროტესტო აქციების დარბევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან – აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვლთა სტატუსის შესახებ გაერომ მორიგი რეზოლუცია მიიღო. 4 ივნისს, გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე რეზოლუციას მხარი 79-მა ქვეყანამ…

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება და მისი სავარაუდო ღირებულება 5.5 მილიონ ლარზე მეტია.

მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების იმ შემადგენლობას, რომელმაც გასულ წელს რუსეთში გამართული მსოფლიოს პირველობა მოიგო, საპატიო ლეგიონის ორდენი მიენიჭა. ქვეყნის უმაღლესი ჯილდო 1802 წელს ნაპოლეონ ბონაპარტმა დააარსა და მას საფრანგეთის…

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მის გუნდში გაწევრიანებაზე ამ ეტაპზე საუბარი არ მიმდინარეობს.

პირველად საქართველოში კინომცოდნეობის საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო ერთკვირიანი სკოლა გაიხსნება. პროექტის ორგანიზატორები ალექსანდრე გაბელია, ნინო მხეიძე და გიორგი გაბელია არიან.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]