საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება მაისის ბოლომდე აღდგება. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა 37-ე კილომეტრამდე გაწმენდილია, პარალელურ რეჟიმში გაწმენდითი სამუშაოები ომალოს მხრიდანაც დაიწყება.
ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილის დაკავების საფუძველი არ აქვს. ამის შესახებ ადვოკატმა საგამოძიებო ორგანოში მორის მაჩალიკაშვილის გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერი, სადაც, სუს-ის მტკიცებით, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე…
მედიკო მარგოშვილი უარყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი მეუღლე, მალახაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტს ამზადებდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის მოწყობა ჰქონდა განზრახული. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე სუს-ის ადმინისტრაციის უფროსმა, ნინო…
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვახტანგ გომელაურს ახალი მოადგილე ჰყავს. ამ თანამდებობაზე შენგელი ფიცხელაური დაინიშნა. სუს-ის ინფორმაციით, ფიცხელაური დღემდე შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლად მუშაობდა.
თბილისში, დიღმის მასივში, N46 ავტობუსის მძღოლი დაჭრეს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი კერძო ავტომობილის მძღოლმა დაჭრა, ინციდენტს კი წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
„მე ვერ ვხედავ პრობლემას, რომ საქართველოში ვინმე ვინმეს ზღუდავდეს. პირიქით, ჩვენ გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება“, – ამბობს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილსის მერი კახა კალაძე.
„ვფიქრობ, რომ „რუსთავი 2“ ზეთავისუფალია თავის სარედაქციო პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, ცოტა გაუგებარი და უცნაურია ის, რაც გუშინ ბატონმა გვარამიამ თქვა“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო…
ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი Jessie J, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით სამი მილიონი ალბომი და ოცი მილიონი სინგლი აქვს გაყიდული, საქართველოს ესტუმრება და 6 აგვისტოს, შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს გამართავს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11