საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინის მოქალაქე, იულია სუსლიაკი ცდილობდა, რომ ათი ბავშვი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაეყვანა. სუსლიაკი საქართველოში ათ მცირეწლოვანთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა.
საკალათბურთო ევროლიგის პლეი-ოფში მოსკოვის „ცსკა“-მ ანგარიშით 92:83 დაამარცხა თორნიკე შენგელიას კლუბი „სასკი ბასკონია“, სერია 3:1 მოიგო და ევროლიგის ნახევარფინალში გავიდა. „ბასკონია“ ტურნირს გამოეთიშა, რუსული კლუბი კი ბოლო 17 სეზონში მეთექვსმეტედ…
25 აპრილიდან 1-ელი მაისის ჩათვლით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს, კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალის შესასწავლად პოპულარული ტელეარხისა და ჰოლივუდის მაღალი რანგის წარმომადგენლები სტუმრობენ.
იტალიის ქალაქ ბრაჩიანოში, მწერალ ენტონი ბერჯესის კუთვნილ სახლში გამოუქვეყნებელ ხელნაწერებს მიაგნეს, რომელიც 1962 წლის ცნობილი რომანის, „მექანიკური ფორთოხალის“ გაგრძელება ისტორია უნდა ყოფილიყო.
მექსიკაში მიმდინარე ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე მე-2 დივიზიონის B გუნდებს შორის საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. მე-4 ტურის შეხვედრაში ქართველმა ჰოკეისტებმა შარშან მე-2 დივიზიონის A ჯგუფიდან დაქვეითებული ისლანდია დამარცხეს.
შრი-ლანკაზე გასულ ღამეს, პოლიციის რეიდის დროს 15 ადამიანი დაიღუპა. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, რეიდის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა შორის ექვსი ბავშვია. გარდაცვლილებს შორის ასევე არიან სავარაუდო თვითმკვლელი ტერორისტებიც.
როგორც პოპულარული გამოცემა The Sun იუწყება, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „ბარსელონა“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალგაზრდა ფორვარდის, მარკუს რეშფორდის შეძენას შეეცდება.
„დავით გარეჯა არ არის ალბანური კულტურის და რელიგიის კერა! გარეჯა ჩვენია!“ – ამ ლოზუნგით გიდებმა აზერბაიჯანის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დაასრულოს და დაადგინოს, რომ…
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
მეოცე საუკუნის ერთ-ერთი მასშტაბური კატასტროფიდან, ჩერნობილის ატომური სადგურის აფეთქებიდან 33 წელი შესრულდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11