weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

როგორც ჩანს, „სატახტოთა თამაშის“ ფინალურ სეზონს ყველა გამალებით ელის. პოპულარულმა საფეხბურთო ვებგვერდმა goal.com სერიალ „სატახტოთა თამაშის“ მერვე სეზონის პრემიერას სახალისო ანიმაცია მიუძღვნა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ინფორმაციით, დღეს 11 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მიიღო.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ მარნეულის მერობის კანდიდატად აგილ მუსტაფაევი დაასახელა. მუსტაფაევი დღეს, მარნეულში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ წარადგინეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.წ. სამეფო დავის განხილვა შეწყდა. მოსამართლემ განმარტა, რომ სარჩელის განხილვის საფუძველი არ არსებობს. მოსარჩელე მხარის ადვოკატმა განაცხადა, რომ განჩინებას გაასაჩივრებენ.

„პატრიოტთა ალიანსიდან“ საქართველოს პარლამენტის წევრის, ემზარ კვიციანის განცხადებით, კეთილსინდისიერი იურისტები არიან მოსაძებნი იმისთვის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები იყვნენ. კვიციანმა ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ…

საქართველოს მთავრობა სვანეთში ჰიდროელექტროსადგურის მშენებელ კომპანიას - „ნენსკრა ჰიდროს“, სოფელ ნაკრაში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ჯამში 221 831 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწას 55 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით გადასცემს.

სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გამოხატვის თავისუფლების საკითხზე დისკუსია გაიმართა, სადაც მამა გიორგი ფირცხელანმა საპატრიარქოს პოზიცია დააფიქსირა. მისი თქმით, მიუღებელია ბოლო პერიოდში ტელეეთერებიდან გახშირებული ბილწსიტყვაობა და ძალადობა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე მთის ფაკულტეტის შექმნისა და შესაბამისი სასწავლო პროგრამის მომზადებისთვის მთავრობა 150 ათასი ლარს გამოყოფს.

ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას განცხადებით, დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭებაზე გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემაც უარი უთხრა.

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიხედვით, დაცულ ლანდშაფტებში დასაშვები ხდება მასშტაბური…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]