საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თელავის ყოფილი მერი პლატონ კალმახელიძე კახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა. როგორც „რეგინფოს“ გუბერნატორის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ირაკლი ქადაგიშვილის მესამე მოადგილის თანამდებობა ვაკანტური იყო 7 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც ზურაბ არსენიშვილმა თანამდებობა საკუთარი…
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში პოლიციას მოქალაქის ცემაში ადანაშაულებენ. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, 55 წლის ზვიად მთავრიშვილს სამართალდამცველებმა ისე სცემეს, რომ თავის ტვინის ჰემატომა განუვითარდა.
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი ედსონ არანტეს დო ნასიმენტო, იგივე პელე პარიზის საავადმყოფოში ტეტანუსის კრიზისის გამო მოათავსეს. ექიმების თქმით, დაავადება სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის მიცემის ბრალდებით კულტურული ღონისძიებების ერთ-ერთი ორგანიზატორი ბექა ხალათაშვილი დააკავეს.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს დაღესტანში აღმოჩენილი არაბული ხელნაწერის შესახებ, რომლის ქვედა ფენაზეც ასოთმთავრულით დაწერილი სახარების ტექსტი იკითხება. ცენტრის ინფორმაციით, კვლევის დასრულებამდე სახარება VI-VII საუკუნეებით შეიძლება დათარიღდეს.
მადრიდის „რეალმა“ ზინედინ ზიდანის დაბრუნების შემდეგ პირველად წააგო. „სამეფო კლუბი“ ესპანეთის ჩემპიონატში სტუმრად „ვალენსიასთან“ დამარცხდა ანგარიშით 1:2.
პანკისის ხეობაში, სოფელ წინუბანში 10 წლის გოგონა გარდაიცვალა. როგორც „რეგინფოს“ ადგილობრივებმა უთხრეს, ადგილი ჰქონდა უბედურ შემთხვევას - ბავშვი ხიდან ჩამოვარდა, რა დროსაც ტანსაცმლით ტოტს გამოედო და დაიხრჩო.
ახალგაზრდობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მრჩევლად რეზო ჩარკვიანი დაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩარკვიანი ახალგაზრდული ეკონომიკის, განათლების, სპორტისა და კულტურის მიმართულებით იმუშავებს.
„ტვ პირველი“ ფარულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სადაც, ტელეკომპანიის ცნობით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე საუბრობს. სავარაუდოდ, არჩილ ხაბაძე ამბობს, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ დატოვა.
2019 წლის რეგიონული ლიგის აღმოსავლეთ გ ჯგუფში გურჯაანის „ალაზანმა“ პირველი ტურის შეხვედრა საკუთარ მოედანზე გამართა და „გაგრა-2“ მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11