საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ახალ ზელანდიის ქალაქ ქრაისტჩერჩში მეჩეთებზე თავდასხმის ორგანიზატორსა და შემსრულებელს ბრალს 50 ადამიანის მკვლელობისა და 39 ადამიანის მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენებენ - ბრენტონ ტარანტი საქალაქო სასამართლოს წინაშე 5 აპრილს წარდგება.
საქართველოს პარლამენტში ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ტერმინების - „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღების შესახებ კანონპროექტი ჩავარდა. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ემზარ კვიციანის ინიციატივას 27 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 13 კი წინააღმდეგ წავიდა. კვორუმისთვის…
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობა პარლამენტს წარუდგენს ინიციატივას, დაჩქარებული წესით მიიღოს საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 12 მაისი საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ დადგინდება.
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 41 000-მდე აბიტურიენტმა გაიარა. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 12 ათასამდე კანდიდატი დარეგისტრირდა, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 4 600-მდე სტუდენტი. გამოცდებისთვის…
მარნეულის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი იძულებით განაცდურის სახით 32 ათასი ლარის გადახდაზე მერიის უარს სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ სათემო რადიო „მარნეულთან“ აბაზოვის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლანდიელმა მხატვარმა ვინსენტ ვან გოგმა რევოლვერით სცადა თავის მოკვლა და იარაღისგან მიყენებული ჭრილობა მოგვიანებით სასიკვდილოც აღმოჩნდა. რევოლვერი, რომლითაც ხსენებული აქტი განხორციელდა, 19 ივნისს, პარიზში აუქციონზე გაიყიდება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსის ბესიკ შუბითიძის დაჭრის საქმეზე ბრალდებული 34 წლის უჩა ილაშვილი, გურჯაანის პოლიციაში, დაკავებისას ცემეს და ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. ამის შესახებ დღეს, გამართულ ბრიფინგზე ილაშვილის ადვოკატმა,…
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები FIFA-ს განახლებულ რეიტინგში სამი პოზიციით დაქვეითდა და ამჟამად 94-ე ადგილზეა. აპრილის მსოფლიო რეიტინგზე გავლენა ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მატჩებმა იქონიეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით, თბილისში რუსეთის ფედერაციის სამი…
ბრუნეიში სულ ახლახანს მიღებულ კანონს, რომლის მიხედვითაც ჰომოსექსუალური კავშირი სიკვდილით, კერძოდ კი ჩაქოლვით ისჯება, მთელ მსოფლიოში უდიდესი გამოხმაურება მოყვა. ინდოჩინეთში მდებარე აბსოლუტური მონარქია არაა ერთადერთი ქვეყანა, სადაც გეებს კანონით სჯიან.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11