weather cur horoscope tv
მაისი 06, 2024

გამოჩენილი დანიელი საბავშვო მწერლის, ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს, 2 აპრილს მსოფლიოში საბავშვო წიგნების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოში აუტიზმის ეროვნული ცენტრი აშენდება, რაც მისი თქმით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების ცხოვრებას და მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში.

ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში, ტყეში გაჩენილ ხანძარს 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულების უმრავლესობა მეხანძრეა.

საქართველოში 3.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები რაჭაში, ონიდან სამ კილომეტრში, 11:30 საათზე დაფიქსირდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს - „სქაიაფ ეარლაინსსა“ (SkyUp Airlines) და „ბუთა ეარვეისს“ (Buta Airways) ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ბათუმის მიმართულებით ოპერირების ნებართვები მიანიჭა.

პოლონეთის ქალაქ კოშალინში კათოლიკე სასულიერო პირებმა „მაგიური“ წიგნები და ნივთები საჯაროდ დაწვეს. გასანადგურებელ ნივთებს შორის აღმოჩნდა ჯოან როულინგის „ჰარი პოტერი“, სტეფანი მეიერის „ბინდი“, აფრიკული ნიღაბი, Hello Kitty-ის ქოლგა და წარმართული…

ლიონელ მესი „ბარსელონაში“ ყოველკვირეულად დიდებულად თამაშს აჩვენებს, თუმცა რომის პაპმა ფრანცისკემ ჟურნალისტ ხორდი ევოლესთან ინტერვიუში ხალხს მოუწოდა, რომ შეწყვიტონ მისი ღმერთთან შედარება.

იაპონიაში ახალ საიმპერატორო ერას „რეივა“ ერქმევა, რაც წესრიგსა და ჰარმონიაზე მიუთითებს. ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის მდივანმა იოშიჰიდე სუგამ განაცხადა, რომ იაპონიაში ახალი საიმპერატორო ერა 1-ლი მაისიდან, იმპერატორ აკიჰიტოს გადადგომის შემდეგ დაიწყება.

პრესტიჟულმა ფრანგულმა ჟურნალმა France Footbal, მსოფლიოს ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე ფეხბურთელების ხუთეული დაასახელა. რეიტინგის სათავეში „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი მოექცა, რომლის წლიური შემოსავალი 130 მილიონი ევროა (გადასახადების გაუთვალისწინებლად).

ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ბრალდებით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო სამსახურის უფროსი სპეციალისტი გოჩა მ. სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]