საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ჟოზე მოურინიომ ერთდროულად ორ იტალიურ კლუბთან მოლაპარაკება დაიწყო. როგორც იტალიური მედია წერს, პორტუგალიელ მწვრთნელთან თანამშრომლობა მის ყოფილ კლუბ „ინტერთან“ ერთად „რომასაც“ სურს.
2019 წლის მარტში, საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 328 486 შეადგინა, რაც 2018 წლის მარტის მაჩვენებელზე 13 536-ით მეტია (4.3%). სტატისტიკას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღებში, ჰიდროელექტროსადგურ „ჭიორა ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განხილვა 7 მაისს, 15:00 საათზე, ღების საჯარო სკოლის…
ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში, საცხოვრებელი ბინების გაქურდვის და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობის ბრალდებით, საქართველოს 25 მოქალაქე დააკავეს. სპეცოპერაციის შედეგად სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტი მოქალაქეა დაკავებული.
„მანჩესტერ სიტისა“ და ინგლისის ნაკრების ფორვარდი რაჰიმ სტერლინგი მისაბაძი საქმეების კეთებას განაგრძობს. ამჯერად 24 წლის ფეხბურთელმა თავისი ყოფილი სკოლის 550 მოსწავლე მანჩესტერ სიტი-ბრაიტონის მატჩზე დაპატიჟა, რომელიც შაბათს, 4 აპრილს სტადიონ…
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მსოფლიოს 37 ქვეყანაში 19.4 მილიონი ბოთლი (0.75 ლიტრი) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 10%-ით აღემატება.
თორნიკე შენგელიას საკალათბურთო კლუბმა „სასკი ბასკონიამ“ ევროლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში მოსკოვის „ცსკა“-სთან გასვლითი მატჩი 4 ქულის სხვაობით, 78:82 წააგო, თუმცა პლეი-ოფში მაინც გააღწია.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი სოფელ მატნის ბიბლიოთეკაში მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრამ, რომლის ძირითად მიზანს სოფელში განსახორციელებელი პროექტების დაგეგმვაში ადგილობრივი მოსახლეობის უშუალო ჩართულობა წარმოადგენდა , კითხვა-პასუხის…
სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოსთან მდებარე მე-13 საუკუნის ტაძარი, სადაც სალოცავად სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლი დადის, დაარბიეს. ადგილობრივი გამოცემა Jnews-ის ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ხატები დაამტვრიეს და მიწაზე დაყარეს.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მიხეილ კალაძე დაინიშნა. კალაძე 2017 წლის ივნისიდან დღემდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11