weather cur horoscope tv
მაისი 11, 2025

მომღერალმა გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე „უცნობმა“ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში პოლიტიკაში მისი ძმის, ლევან გაჩეჩილაძის დაბრუნების შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მისი ძმა ქართულ პოლიტიკურ სივრცეს სჭირდება, თუმცა, ამ ეტაპზე პოლიტიკაში დაბრუნებას…

თაკო ჩარკვიანის პარტია „კანონი და სამართალი“ ერთ-ერთმა წევრმა, თამარ პატარაიამ დატოვა. ამ გადაწყვეტილების შესახებ პატარაიამ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. მისი თქმით, ახლად დაფუძნებული პარტიის რიგებიდან წასვლის მიზეზი იდეური სხვაობაა.

ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადასარგავად გამზადებული ერთ-ერთი გიგანტური ხე, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითიდან გადააქვთ, გზაში გაიჭედა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ზენითი-აჭყვისთავის საავტომობილო გზა ჩაკეტილია.

თელავის მუნიციპალიტეტი ჩართულია ევროკავშირის ინიციატივაში „მერების შეთანხმება -აღმოსავლეთი“, რომლის ფარგლებშიც მხარეები ადასტურებენ საკუთარ დაინტერესებასა და მზაობას გარკვეული წვლილი შეიტანონ ენერგოეფექტურობისა და კლიმატის ცვლილების საქმეში საერთაშორისო, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრები ამხილა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის ბინა გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა 14 მარტს მოხდა. ქურდობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით ფშავის, ხევსურეთის, არხოტის, შატილის და არდოტის, ასევე გუდამაყარის ხეობები, სულ 76 სოფელი - 496 ოჯახი, 1291 მუდმივი მაცხოვრებელი, მათ შორის 4 საშუალო სკოლა…

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ხურვალეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები.

25 წლის გიგი გეგეჭკორი, რომელსაც ოჯახი და პოლიცია 9 მარტიდან ეძებდა გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიგი გეგეჭკორის ცხედარი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, დღეს, 15 მარტს, დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფლის…

მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სექტორში დასაქმებული პირების მხრიდან ქსენოფობიური ენის გამოყენების ფაქტზე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას სახელით, სახალხო დამცველს მიმართა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]