weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

პარასკევს, 15 მარტს, „ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონში“ ჟორდანიის კლინიკის ხელმძღვანელმა, რეპროდუქტოლოგმა ნანა ჯანელიძემ კონსულტაცია გაუწია უშვილო წყვილებს. ვიზიტის ფარგლებში, კლინიკაში ჩამოსული იყო ასევე ინვიტრო განაყოფიერების სპციალისტ-ემბრიოლოგი ედგარ გონზალესი.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ზიმბაბვეში ციკლონ „იდაის“ შედეგად 65 ადამიანი დაიღუპა. სტიქია ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებს დაატყდა თავს. მანამდე ტროპიკული შტორმი მალავისა და მოზამბიკში დაფიქსირდა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მომხდარი ორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 23 და 27 წლის მამაკაცები დაიღუპნენ, 26 წლის მამაკაცი კი დაშავდა. ორი ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე წუთის ინტერვალით არხილოსკალოსა და ზემო ქედში მოხდა.

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში გამართული გრანდ სლემის გათამაშება საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 3 მედლით დაასრულა.

გოგა ბითაძის „ბუდუჩნოსტმა“ ადრიატიკის ლიგის რეგულარული სეზონის დასკვნით ტურში ხორვატული „ციბონა“ 91:82 დაამარცხა, ქართველმა კალათბურთელმა კი 24 ქულა ჩააგდო და შეხვედრის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცთან, რუსმა სამხედროებმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე, 21 წლის გივიკო ბერუაშვილი დააკავეს.

თბილისში, დიდ დიღომში ცეცხლმოკიდებული საწყობიდან მეხანძრე-მაშველებმა ლეკვები გამოიყვანეს. ინფორმაციას და ფოტოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ლეკვებს საფრთხე აღარ ემუქრებათ.

თბილისში, დიდ დიღომში მდებარე ტექნიკის საწყობი იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 1 800 კვ.მ. ხანძრის ლიკვიდირებას 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ამ დრომდე ცდილობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბათუმში დააკავეს საქართველოს ოთხი და თურქეთის ორი მოქალაქე, რომლებსაც ბრალად გამოძალვა ედებათ.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა შეაჩერა ორთაჭალაში, ბეჟან კალანდაძის N12-ში იმ კორპუსის მშენებლობა, საიდანაც გადმოვარდნის შედეგად ორი მუშა დაიღუპა, ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ამ დრომდე მძიმეა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]