weather cur horoscope tv
მაისი 11, 2025

გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა. ეს გადაწყვეტილება მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-10 სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცმებით, 2018 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61 ლარით გაიზარდა და 1202 ლარი გახდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 10 მარტს ბათუმის სანაპიროსთან მოკლული დელფინი იპოვეს. მათივე ცნობით, დადგინდა, რომ სამართალდამრღვევი თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანი იყო, რომლის მიმართაც ოქმი შეადგინეს.

კანადაში, რედლაინის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ, სადაც გიორგი თავართქილაძის სურათს სათაურით „ცუდი ხალხი“, 3 ნომინაცია ჰქონდა.

თბილისში, დიდ დიღომში, ტექნიკის მაღაზია „ტექნო ლუქსის“ საწყობში ხანძირს შედეგად მიღებული ზარალი 2 მილიონ დოლარს აღემატება. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დაჩი დვალიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საწყობში არსებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა…

მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის, ტარიელ ნაკაიძის შეფასებით, ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით მხოლოდ მართლმადიდებელი სასულიერო პირები ისარგებლებენ, დისკრიმინაციულია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე დღეს, 18 მარტს გავრცელდა.

სუმოს მიმდინარე საგაზაფხულო სუპერტურნირზე, დაუმარცხებელი იჩინოჯოს ძლევის შემდეგ, ტოჩინოშინმა დღესაც შეძლო გამარჯვება და დადებითი კიდევ უფრო ბალანსი გაიმყარა.

რესპუბლიკური პარტია გაერთიანებულ ოპოზიციასთან თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა. სამნიძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა აჩვენა, რომ საზოგადოება ითხოვს, პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ ერთმანეთთან დიალოგი, მიუხედავად…

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში მცხოვრები ამონაშვილების ოჯახი პოლიციას ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს. მაია ამონაშვილის განცხადებით, მას და მის 24 წლის შვილს, ზაქარია ამონაშვილს, პოლიციელები ქუჩაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]