საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ჩეჩნეთში, შალინის რაიონულმა სასამართლომ უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ გროზნოს განყოფილების ხელმძღვანელი ოიუბ ტიტიევი დამნაშავედ ცნო დიდი რაოდენობით მარიხუანის შენახვაში და სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პირველი აპრილიდან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მძღოლებს ნარკოტიკების მოხმარებაზე ადგილზევე, ნერწყვის მეშვეობით შეამოწმებენ. გამოცემა „ლიბერალის“ ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე შეიძინა 10 000 ცალი პორტატული ნარკოტესტერი.
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძეს ბექა ოდიშარია შეცვლის. ამის თაობაზე გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ქვემო ქართლს ეწვევა, რეგიონის მოსახლეობას შეხვდება და ადგილობრივ საწარმოებს ესტუმრება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან შეხვედრაა დაგეგმილი.
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
„ჯეო ჰოსპიტალსის“ გურჯაანის სამედიცინო ცენტრში პაციენტ ხვიჩა სამადაშვილსა და ექიმ ნუკრი ბაღაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. სამადაშვილი ექიმს მასზე თავდასხმასა და გულგრილობაში ადანაშაულებს, საავადმყოფოში კი აცხადებენ, რომ პაციენტმა პროვოკაცია მოაწყო.
პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.
პარლამენტის წევრის, ნუკრი ქანთარიას ინფორმაციით, შესაძლოა ქალაქიდან სოფელში სამუშაოდ გადასულ მასწავლებლებს კარ-მიდამო, ნაკვეთი და პირუტყვი გადასცენ. როგორც ქანთარიამ განათლების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ინიციატივა პედაგოგებისთვის სტიმულის მიცემას ისახავს მიზნად. მისივე თქმით,…
ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საველე ოპერატორებმა აღწერითი სამუშაოები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში დაასრულეს.
ფეხბურთში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ამიერიდან ყოველწლიურის ნაცვლად ოთხ წელიწადში ერთხელ გაიმართება. განახლებული ტურნირი ზაფხულში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 24 გუნდი მიიღებს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11