weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს გავრცელებულ ცნობებს იმის თაობაზე, რომ რუსი ოკუპანტები სოფელ ხურვალეთში იმყოფებიან. სუს-ი მოუწოდებს ყველას, პროვოკაციული განცხადებები არ გააკეთონ.

2018-2019 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების პლეი-ოფის ეტაპზე მეორე კენჭისყრა გაიმართა და 8 მონაწილე გუნდს შორის მეოთხედფინალური წყვილები გახდა ცნობილი.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, მათ მიერ ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად ნარკოდანაშაულისთვის 29 პირი დააკავეს. მისივე თქმით, ფონიჭალაში დაკავებული პირები, დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, საქართველოში ნარკოტიკული საშუალების გავრცელების სათავეში…

ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერი დავით ქაცარავა, რომელიც შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო პატრულირებას ახორციელებს, აცხადებს, რომ რუსი სამხედროები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურვალეთში შევიდნენ.

გორის წისქვილკომბინატ „კარმენის“ თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასის მომატებას, კომპანიის დირექტორის, მერაბ დათვიაშვილის გადადგომის და გაფიცვის გამო გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას ითხოვენ. გაფიცულებმა დღეს აქცია გამართეს, რომელსაც პროფკავშირების გაერთიანებაც შეუერთდა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიასა და „მედია ცენტრ კახეთს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მრჩეველთა კომიტეტი ჩამოყალიბდა. კომიტეტის წევრები სამოქალაქო საზოგადოების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან.

22 მარტს, სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტის - „წიგნის მოვლის კულტურა“ ფარგლებში, ღონისძიება გაიმართება. სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ თავის ხელით აღადგინონ ქაღალდის სტრუქტურა და…

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ტერაქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას ცდილობს.

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, შუამთასთან მოხდა. ერთმანეთს „კიას“ მარკის ავტომობილი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. გარდაცვლილი მსუბუქი ავტომობილის მძღოლია.

ქობულეთში, მტირალას ეროვნულ პარკში დაკარგული შვეიცარიის ორი მოქალაქე იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტურისტებს ლაშქრობისას გზა აებნათ და ტყიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]