weather cur horoscope tv
მაისი 19, 2025

თოვლისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროსი ზაქარია ქინქლაძე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა 7 თებერვალს, თელავში, სამმართველოს შენობაში დააკავეს, ქრთამის აღებას არ აღიარებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 2017 წლის დეკემბრიდან დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი, 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.მ. დააკავეს.

სამართალდამცავებმა კასპში გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 1959 წელს დაბადებული რ.ბ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მცირეწლოვანი მეზობლის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ავღანეთში, ბაგრამისა და ქაბულის ბაზებზე ქართველი სამხედროები მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაცია მის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

ბრიტანელი თეატრისა და კინოს მსახიობი ალბერტ ფინი 82 წლის ასაკში, ლონდონში გარდაიცვალა. იგი იმ მსახიობთა რიცხვს განეკუთვნებოდა, რომელიც ოსკარზე ბევრჯერ წარადგინეს, თუმცა კინოაკადემიის ჯილდო არასოდეს აუღია.

„ჩემთვის მასწავლებლობა წარმოადგენს ყველაზე ღირებულ პროფესიას ნებისმიერ საზოგადოებაში. სწორედ თქვენ განსაზღვრავთ ჩვენი მომავალი თაობებისთვის მთავარ ფასეულობებს, იმ ორიენტირებს, რომელზეც უნდა აშენდეს ჩვენი საერთო ქართული სახელმწიფო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ…

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ველისციხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამრღვევად სცნო და 3000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. ამავე საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას…

ბათუმში H1N1 ვირუსით, იგივე ე.წ. ღორის გრიპით, 73 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტი დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გრიპსა და პნევმონიაზე მკურნალობდა.

მოსამართლე ლევან მურუსიძეს, სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გამწესებამდე ჩატარებული გასაუბრების დროს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ზეპირი კომუნიკაციის უნარში 20 ქულა დაუწერა. ეს კრიტერიუმი მაქსიმუმ 15 ქულით ფასდებოდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]