weather cur horoscope tv
მაისი 19, 2025

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსი, ზაქარია ქინქლაძე დააკავა. სუს-ში განმარტეს, რომ ქინქლაძე მოსამართლის განჩინების საფუძველზეა დაკავებული.

თეატრისა და კინოს მსახიობს გურანდა გაბუნიას დღეს დიდუბის პანთეონში მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალავენ. მსახიობს მარჯანიშვილის თეატრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ, მანამდე კი სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 305 939 შეადგინა, რაც 17 061-ით მეტია 2018 წლის იანვრის მაჩვენებელზე (ზრდა +5.9%). ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მოსკოვის ცენტრში მდებარე წმინდა გიორგის ტაძრის მრევლის ნაწილმა მღვდელმსახურის შეცვლის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ძალოვან უწყების წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, აქციაში დაახლოებით 10 ადამიანი…

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს დღეს პარლამენტში მოუსმენენ. „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნით, საკომიტეტო მოსმენაზე ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე ისაუბრებენ, პლენარულ სესიაზე კი მიხეილ…

„საქართველოს აქვს პატივი იყოს ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი და გლობალური კოალიციის აქტიური წევრი ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალურ გამოწვევებთან ბრძოლის პროცესში“, – განაცხადა საქართველოს საგარეო…

მთიანი რეგიონების თემთა წარმომადგენლები საქართველოში დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის წინააღმდეგ ხვალ, 7 თებერვალს თბილისში აქციას გამართავენ. აქცია 11 საათზე სასტუმრო „იოტას“ წინ გაიმართება და როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მასში მონაწილეობას ზემო და…

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, ვლადიმერ ბორცვაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ამ დრომდე მინისტრ გიორგი გახარიას ჰყავდა ხუთი მოადგილე – კახაბერ საბანაძე, ნინო ჯავახაძე, მერაბ მალანია, ლევან…

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების სურვილს მისი მოძღვარი დეკანოზი ნიკოლოზ გიგატაძე გამოთქვამს. როგორც მან აჭარის ტელევიზიასთან განაცხადა, საპატრიარქოსგან კურთხევა უკვე არსებობს და მამალაძის ზიარება ყველა მოძღვარს შეუძლია.

გორში, ძმებ ყაზიშვილების დაკრძალვის დროს მათი სახლიდან ფული მოიპარეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. ქურდობა გუშინ მოხდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]