weather cur horoscope tv
მაისი 19, 2025

რუსთავში ორი ახალი ციხე აშენდება

ორშაბათი, 04 თებერვალი 2019 09:57

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, პენიტენციური სისტემის უფრო ეფექტიანად მართვის მიზნით რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ორი ახალი პენიტენციური დაწესებულების აშენება იგეგმება. ერთი დაწესებულება 700, ხოლო მეორე 120 მსჯავრდებულზე იქნება გათვლილი.

ცნობილი რუსი რეპერი კირილ ტოლმაცკი, იგივე Децл, 35 წლის ასაკში, გულის შეტევით დაიღუპა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2019-2020 წლებში სვანეთში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. ბახტაძის თქმით, მთავარი ამოცანა გზებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა იმისთვის, რომ მოქალაქეებმა და ტურისტებმა სვანეთში ასვლა უფრო მოკლე დროში…

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურა დათუნაშვილი განცხადებას ავრცელებს და მთავრობას, სპორტის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტსა და პარლამენტის სპორტის კომიტეტს მისი პრობლემით დაინტერესებას სთხოვს. დათუნაშვილის განცხადებით, ის დგას არჩევანის წინაშე…

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ 2-3 ძროხის ყოლის შემთხვევაში, მეპატრონეს საფასურის გადახდა და ფინანსური ვალდებულებები დაეკისრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავსა და ქუთაისში, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავა. ქუთაისში არასრულწლოვანია დაკავებული. რუსთავში მომხდარ ძალადობაშიც არასრულწლოვნის ბრალეულობა გამოიკვეთა, თუმცა ის დაკავებული არ…

საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმის განთავსება განიხილება. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ანრი დეგლანის სახელობის საერთაშორისო გრან-პრის გათამაშება გაიმართა, სადაც საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა იასპარეზა. გიორგი იანტბელიძის შეგირდებმა 4 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გერი ნანა კაშია და ქმრის დისშვილი ქეთევან მიქაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონკურსის გარეშე დასაქმდნენ. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, რომ კაშია და მიქაძე სალომე…

კომპანია „ყაზტრანსგაზის“ განცხადებით, მათმა თანამშრომლებმა იანვარში, თბილისში, 2381 კუსტარულად და თვითნებურად დამონტაჟებული გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი ჩაჭრეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]