საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1986 წელს დაბადებული ვ.მ. გარდაბნის რაიონში დააკავეს.
მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე განმარტავს, რატომ მიიღო მონაწილეობა რუსეთში გამართულ იმ კონცერტში, რომელსაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა. ბურჭულაძის განცხადებით, სანქტ-პეტერბურგში, დირიჟორ იური ტემირკანოვის იუბილისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტზე თავად დირიჟორის მიწვევით იმყოფებოდა.
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული დავით კირკიტაძის გათავისუფლების მოთხოვნით, ხვალ აქციას გამართავს. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ აქცია გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაიმართება.
ტიტულოვანი პორტუგალიელი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. დათხოვილი სპეციალისტის ნაცვლად „წითელი ეშმაკები“ შესაძლოა, სეზონის ბოლომდე ახლო წარსულში ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა მაიკლ კარიკმა გაწვრთნას.
ამერიკის კინოაკადემიამ იმ ცხრა არაამერიკული ფილმისგან შემდგარი სია გამოაქვეყნა, რომლებიც ოსკარების დაჯილდოებაზე საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებენ. სამწუხაროდ ე.წ. დეკემბრის მოკლე სიაში ვერ მოხვდა საქართველოს წარმომადგენელი ფილმი, რეჟისორ ზაზა…
ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორი პენი მარშალი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. საკულტო ამერიკული კომედია „დიდის“ რეჟისორის სიკვდილის მიზეზი დიაბეტით გამოწვეული გართულებები გახდა.
თბილისში, მეტეხის ხიდიდან 34 წლის ქალი მტკვარში გადახტა და თვითმკვლელობა სცადა. მდინარეში გადახტომამდე მან Facebook Live ჩართო და ისაუბრა იმ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რის გამოც თავის მოკვლის გადაწყვეტილება მიიღო.
„მნიშვნელოვანია, რომ გამოხატვის უფლება დაცული იყოს და ამავდროულად, გამოხატვის უფლებით სარგებლობა იყოს მშვიდობიანი. ეს არის ის, რასაც მომავალში ორივე მხარისგან ველოდებით“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ორი დღის…
20 დეკემბერს, 14:00 საათზე, გურჯაანში, ქართულ-ფრანგულ სამედიცინო ცენტრ „კახეთი-იონში“, გაიმართება „ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოში“ (IWAG) და „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ გურჯაანის წარმომადგენლობის შემაჯამებელი შეხვედრა.
18 წლის საიდა შამილოვა ყვარლის რაიონში მცხოვრები ავარების თემიდან ერთადერთია, რომელმაც სულ მცირე, ბოლო 15 წლის განმავლობაში, უმაღლესი განათლების მიღება გადაწყვიტა. თემში, რომლის მოსახლეობის რაოდენობაც ათასს აღემატება, 9 კლასის დამთავრების…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11