საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
შერეული ორთაბრძოლების ორგანიზაცია UFC-ის პრეზიდენტის, დანა უაიტის თქმით, კონორ მაკგრეგორს უნდა, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვთან მალევე გამართოს მატჩ-რევანში.
თელავში, ერეკლე II-ის გამზირზე გამოჩენილი რეჟისორის, სცენარისტის, ხმის ოპერატორისა და საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, გარი კუნცევის მემორიალური დაფა გაიხსნა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 2019-2021 წლებში, სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და მასწავლებლებს ხელფასები გაეზრდებათ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან კოაბიტაცია დიდწილად იძულება იყო.
„ემპოლის“ მთავარი მწვრთნელი აურელიო ანდრეაცოლი თანამდებობიდან მოხსნეს. ტოსკანური საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელობამ სპეციალისტის გუნდიდან გაშვების გადაწყვეტილება ზუსტად მის 65-ე დაბადების დღეზე მიიღო.
გამთენიისას საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა. 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ონის მუნიციპალიტეტში, 5:17 წუთზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ონიდან 14 კილომეტრში, სოფელ მართგაჯინაში იყო.
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით, ყოველ წყვილს, რომელიც საზეიმო ცერემონიის ფარგლებში მოაწერს ხელს, საჩუქრად შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსნის“ სპეციალური გამოცემა გადაეცემა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, კანონდებლობით ნებადართული შემოსავლებიდან, 4 500 „ვეფხისტყაოსნის“ დასაბეჭდად…
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ტყიბულში ახალი ქარხანა აშენდება, სადაც ცნობილი ბრენდების ქურთუკები დამზადდება. პროექტის საწყისი საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონი აშშ დოლარია.
საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველმა არხმა გაავრცელა. ამ დროისთვის უცნობია, რომელი მუხლით არის დაწყებული ფარცხალაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა. მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ…
გორის ცენტრში მდუმარე აქცია გამართეს 25 ოქტომბერს სასტიკად მოკლული 8 წლის ნანა ბერიაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა. როგორც გარდაცვლილის მშობლებმა განაცხადეს, ისინი საზოგადოების მხარდაჭერას ითხოვენ, სამომავლო გეგმების შესახებ კი განცხადებას…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11