weather cur horoscope tv
ივნისი 09, 2025

სვანეთში, მდინარე მულხურაზე ჯომარდობის დროს უცხოელი ტურისტი დაიღუპა. მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, ბეთქილთან მოხდა. მისივე თქმით, ახალგაზრდა ქალი ტურისტების ჯგუფთან ერთად ჯომარდობდა.

პარლამენტის წევრის, „ქართული ოცნებიდან“ მესტიის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლემ სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანია 50 000 ლარით დააფინანსა. აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ნათია ხვისტანმა სახელისუფლებო პარტიის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს…

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჩო-ტურბაზა-შიხრას საავტომობილო გზის 7-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლომდე დასრულდება.

ფაშისტური მოძრაობის, „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერს, გიორგი ჭელიძეს სასამართლოში 15-ზე მეტი ადვოკატი იცავს. ადვოკატ გოჩა ტყეშელაშვილის განცხადებით, ამის მიზეზი ის არის, რომ ჭელიძის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.

ავღანეთის ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებში თალიბების მიერ მოწყობილი ორი თავდასხმის შედეგად ათობით ავღანელი სამართალდამცავი და ჯარისკაცი დაიღუპა. მოკლულთა შორისაა სამანგანის პროვინციის პოლიციის უფროსის მოადგილე.

რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სალიტერატურო ჯილდო - ბუკერის პრემია, რომელიც ინგლისურენოვანი ნაწარმოებისთვის ენიჭებათ ბრიტანელ ანდა თანამეგობრობის ქვეყნების წარმომადგენლებს, წელს ჩრდილო ირლანდიელმა მწერალმა ანა ბერნსმა აიღო.

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა კურდღელიამ და მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ საერთო ჯამში 100 ათასი ლარი შესწირეს.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად სომალიში ექსტრემისტული დაჯგუფება „ალ-შაბააბის“ 60 წევრის ლიკვიდაცია მოხდა. ავიაიერიშების სერია აღმოსავლეთ აფრიკული ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში განხორციელდა.

პროკურატურის განცხადებით, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს აქვთ წაყენებული. სამი ბრალდებულიდან გიორგი მერებაშვილი დაკავებულია.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]