weather cur horoscope tv
მაისი 21, 2025

ლაგოდეხის რაიონში, საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან (დაღესტნის მონაკვეთი) რუსმა სამხედროებმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ორი თანამშრომელი გაიტაცეს. ორივე მათგანი ლაგოდეხის რაიონის მკვიდრია.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რუსთავის საგამოცდო ცენტრში კონდიციონერის დამონტაჟების საკითხზე განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს განმარტებით, გაგრილების სისტემა წელს საპილოტე რეჟიმში დამონტაჟდა იმ საგამოცდო ცენტრში, რომელიც განსაკუთრებით მზიან მხარეს წარმოადგენს.

ირანის ეროვნული გუნდის 23 წლის თავდამსხმელმა სარდარ აზმუნმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ფეხბურთელის მოულოდნელი გადაწყვეტილების მიზეზი ფანების მხრიდან მისი მისამართით არსებული კრიტიკაა.

საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი საჰაერო სივრცე სირიული ავიაკომპანიებისთვის დახურა. ეს გადაწყვეტილება სირიის ხელისუფლების მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების საპასუხოდ იქნა მიღებული.

ივნისის დასაწყისში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პირველი ეტაპი დაასრულა. პროცესის ხელმძღვანელ სახელმწიფო ორგანოში მიიჩნევენ, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები წარმატებული იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას საქართველოს 10 ქალაქში - რუსთავში, გორში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისში, საჩხერეში, ოზურგეთსა და ბათუმში შეძლებენ.

მომღერალ ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებული თამთა ჯანჯღავას ადვოკატი ავთანდილ ბუაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ირაკლი ნოზაძემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

კომპანია Facebook-მა პროექტზე სახელწოდებით Aquila (ლათ: არწივი), რომელიც მზის ენერგიაზე მომუშავე დრონების საშუალებით ინტერნეტის უფასოდ დარიგებას გულისხმობდა, უარი განაცხადა.

ბათუმსა და ხელვაჩაურში სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ და ბათუმის მერიასთან აქციაზე შეიკრიბნენ. ისინი მერიის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც სამარშრუტო ხაზების შემცირებას ითვალისწინებს. როგორც მძღოლებმა „აჭარის ტელევიზიასთან“ განაცხადეს, მუშაობას მანამდე არ…

იტალიური საფეხბურთო კლუბი „მილანი“ ევროთასებიდან მოკვეთეს. ინფორმაცია UEFA-მ ოფიციალურად დაადასტურა. მკაცრი სასჯელის მიზეზი ე.წ. სამართლიანი თამაშის პრინციპის დარღვევა გახდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]