weather cur horoscope tv
მაისი 05, 2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2018 წლის 28 ივნისის მონაცემებით, საქართველოდან 1, 608.6 ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 1,537.58 ტონით (22-ჯერ) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფერმათა და ფერმერთა რეგისტრაციის პროექტს იწყებს.

პანკისის ხეობაში მცხოვრებმა 200-ზე მეტმა ადამიანმა სოფელ ბირკიანში ჰესის სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა. ჰესის მშენებელი კომპანია „ალაზანი ენერჯის“ წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ, საპროტესტო აქციის მონაწილეები ტრაქტორებთან მივიდნენ და დასაქმებულ პირებს მოსთხოვეს, გათხრილი…

პანკისის ხეობის სალაფიტური თემის იმამი ბექხან ფარეულიძე გადადგა. პანკისის სათემო რადიო WAY იუწყება, რომ იმამმა გადადგომის შესახებ განცხადება ჯამაათის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

ლეგენდარულმა გერმანელმა მეკარემ, ოლივერ კანმა ეროვნული ნაკრების შესახებ ისაუბრა და მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიისთვის ყველაზე ცუდი გამოსვლა შეაფასა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი წლის ბავშვი დაიღუპა. მეხანძრეებმა გოგონას ცხედარი ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე ნახეს. 

27 ივლისის ღამეს, დედამიწის აღმოსავლეთ ნახევარსფეროს მცხოვრებლები 21-ე საუკუნეში მთვარის ყველაზე ხანგრძლივ დაბნელებას იხილავენ. ასტრონომთა განცხადებით, სრული დაბნელება 1 საათსა და 43 წუთს გასტანს, ნაწილობრივი დაბნელება კი - 3 საათსა…

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ორი თანამშრომელი - კობა მაჭარაშვილი და გიორგი კერესელიძე, რომლებიც 27 ივნისს ლაგოდეხის რაიონიდან, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს, საქართველოში დააბრუნეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაახლოებით 500 ათასი ლარი გამოიყოფა. მისივე თქმით, ეს თანხა მოხმარდება ოფისის დაქირავებას იქამდე, ვიდრე სახალხო დამცველის აპარატის ალტერნატიული…

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს თანამშრომლები კობა მაჭარაშვილი და გიორგი კერესელიძე 27 ივნისს, სავარაუდოდ, მართოთის ტბასა და ხიმრიკის მთას შორის მდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. მანძილი ტბასა და მთას შორის დაახლოებით 5…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]