weather cur horoscope tv
მაისი 18, 2024

საქართველოში დილით, 9:30 საათზე მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქუთაისში იყო.

ყაზბეგის რაიონში, ახალი გუდაურის შესასვლელთან მდებარე ავტოსადგომის ტერიტორიაზე, სატრანსპორტო საშუალების - ე.წ . მუხლუხა ტვირთამწის დემონტაჟის დროს, ამწეს დეტალი მოსწყდა და ერთ-ერთ მუშას - 1982 წელს დაბადებულ ხ.ტ.-ს დაეცა. 36…

თელავის მუნიციპალიტეტში, თელავი-ნაფარეულის საავტომობილო გზაზე, "ტოიოტას" მარკის მანქანა დაახლოებით 15 მეტრის სიმაღლიდან მდინარე ალაზანში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ლაგოდეხის რაიონიდან, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთიდან, რუსი სამხედროების მიერ, ორი ქართველი მესაზღვრის, კობა მაჭარაშვილისა და გიორგი კერესელიძის გატაცების შესახებ ინფორმაციას, გატაცებულთა ოჯახის წევრებს 2 დღის განმავლობაში…

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. სასამართლომ სააკაშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა…

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს 16 ივლისს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში შეხვდებიან. თეთრი სახლის განცხადებით, ტრამპი და პუტინი იმსჯელებენ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე,…

„რეგინფოს“ ინფორმაციით, ლაგოდეხის რაიონში, საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსი სამხედროების მიერ გატაცებული ქართველი მესაზღვრეები სოფელ პატარა გორში მცხოვრები, 40 წლის კობა მაჭარაშვილი და სოფელ შრომაში მცხოვრები გიორგი კერესელიძე არიან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ლაგოდეხის რაიონიდან საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ორი თანამშრომელი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

ლაგოდეხის რაიონში, საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან (დაღესტნის მონაკვეთი) რუსმა სამხედროებმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ორი თანამშრომელი გაიტაცეს. ორივე მათგანი ლაგოდეხის რაიონის მკვიდრია.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რუსთავის საგამოცდო ცენტრში კონდიციონერის დამონტაჟების საკითხზე განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს განმარტებით, გაგრილების სისტემა წელს საპილოტე რეჟიმში დამონტაჟდა იმ საგამოცდო ცენტრში, რომელიც განსაკუთრებით მზიან მხარეს წარმოადგენს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]