საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ელისეის სასახლე ავრცელებს. მაკრონმა მათ უკრაინის საკითხზე შეხვედრა შესთავაზა, რასაც ორივე მხარე დათანხმდა.
საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 32 470 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 9400 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 28.95%-ია.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც სავარაუდოდ უცხო ქვეყანაში დადგმულ სვანურ ცეკვას ასახვას, კულტურის სამინისტრო გამოეხმაურა. სამინისტრო აცხადებს, რომ სვანური ცეკვა „აბსოლუტურად მიუღებელი“ ფორმითაა ხელყოფილი და ეს ფაქტი მოწმობს, რომ ქართული…
ისრაელის დედაქალაქში მიმდინარე გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა, გურამ თუშიშვილმა და ილია სულამანიძემ ოქროს მედლები მოიპოვეს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის სავარაუდო თარიღების დასახელება მისი ქვეყნისთვის რეალურ დახმარებას არ წარმოდგენს.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან ობოლი ბავშვების მიღების სურვილი გამოთქვა. ბიბილოვმა ამის შესახებ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერს, დენის პუშილინს სატელეფონო საუბრის დროს უთხრა.
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სიტყვებით „Слава Україні!“ („დიდება უკრაინას“) უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. მისი თქმით, მსოფლიომ 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს დაშვებული შეცდომა არ უნდა გაიმეოროს.
თვითგამოცხადებულ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში საყოვეთაო მობილიზაცია დაიწყო. ამის შესახებ ბრძნებები ე.წ. რესპუბლიკების ლიდერებმა, დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა გამოსცეს. ამასთან, პასეჩნიკმა 18-დან 55 წლამდე მამაკაცებს „რესპუბლიკიდან“ გასვლა აუკრძალა.
ბათუმში, ოპოზიციის ექვსი წარმომადგენელი პოლიციამ სასტუმრო „ჰილტონიდან“ იძულებით გამოიყვანა, შემდეგ კი ადმინისტრაციული წესით დააკავა. ისინი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას და საკრებულოს არჩეული დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალიების საქმეზე კითხვის…
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის, არჩილ კონცელიძის განცხადებით, გოგოლის ქუჩა N11-ში, კომპანია „მეტრო ტერმინალის“ უნებართვო შენობების დემონტაჟს იმის გამო ვერ ახდენენ, რომ კომპანიას ინსპექციის დადგენილება სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11