საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თბილისში, ზაჰესის დასახლებაში, ცოლ-ქმარი საკუთარ მაღაზიაში მოკლულები იპოვეს. ადგილობრივების განცხადებით, გვიან ღამით, მაღაზიას დაყაჩაღების მიზნით დაესხნენ თავს, რა დროსაც მის მფლობელ ცოლ-ქმარს ესროლეს.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, „ძარცემის“ პოლიგონზე რუსი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით სამხედრო წვრთნები იმართება. სააგენტო „სპუტნიკის“ ინფორმაციით, წვრთნებში ათასზე მეტი სამხედრო მონაწილეობს.
პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ოჩხამურში ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეთა სავალ ნაწილზე მიმავალ დედა-შვილს დაეჯახა, რის შედეგადაც 3 წლის ბავშვი ადგილზე დაიღუპა, ქალი კი დაშავდა.
ხაშურში, ერთ-ერთ სასადილოში მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლის მე-12 კლასის ორი მოსწავლე დაჭრეს. როგორც „რეგინფოს“ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ზვიად გოგუაძემ უთხრა, მოსწავლეებს ჭრილობები დანით აქვთ მიყენებული.
„ბარსელონას“ ლიდერმა ლიონელ მესიმ ტოპ-5 საფეხბურთო ჩემპიონატების (ინგლისის პრემიერ ლიგა, გერმანიის ბუნდესლიგა, ესპანეთის ლა ლიგა, იტალიის სერია A, საფრანგეთის ლიგა 1) ისტორიაში გატანილი გოლების რაოდენობით გერდ მულერს გადაუსწრო.
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა და 90 დაიჭრა. ინფორმაცია ერაყის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
2017 წელს გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 8 651 243 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 11 625 ფაქტი გამოვლინდა,…
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების და ზვავსაშიშროების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია გუდაური-კობის და კალა-უშგულის მონაკვეთებზე.
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული ზამთრის თასი-2018, გასული წლის მსგავსად, საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ექვსგუნდიანი ტურნირის ფინალში საქართველომ ესპანეთს 6:3 სძლია.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11