weather cur horoscope tv
ნოემბერი 29, 2024

პროკურატურის თანამშრომლებმა ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები ი.დ. და ბ.ბ. დააკავეს.

„მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ პირველ რიგში არის სწორედ ხელისუფლების ინტერესი, რომ პროკურატურის ობიექტურმა და ეფექტიანმა გამოძიებამ საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას მაქსიმალურად მოკლე დროში გასცეს პასუხები. ამიტომაც, დღეს, ამ ვითარებაში, წინასწარი…

პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ავსტრიაში სამკურნალოდ გადაყვანა ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიული გამოცემა Kronen Zeitung-ი ავრცელებს. გამოცემამ სტატია 10 დეკემბერს გამოაქვეყნა.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 27 წლის ა.ფ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მეუღლეს - 19 წლის ნ.ვ.-ს.

11 იანვარს, 19:00 საათზე, თბილისში, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან პანკისის სოლიდარობის აქცია გაიმართება.

სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი ხუთი პირი თაღლითობის ბრალდებით ბათუმში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთ სლოტ-კლუბში სათამაშო აპარატი წინასწარი შეთანხმებით დააზიანეს, თაღლითური გზით 10 760 ლარი მოიგეს,…

ხობის რაიონის სოფელ ხამისქურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს თანამშრომელი დაიღუპა.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, 2017 წელს სერვისების განვითარების სააგენტოს დადებითი დასკვნის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტმა 565 პირს უარი უთხრა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე. მისივე თქმით, 565 პირიდან 89% საქართველოს ყოფილი მოქალაქე,…

ბათუმის მოვლენების საქმეზე ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით ჰქონდათ წაყენებული, რაც მასობრივი…

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პირველ მოადგილედ თამარ გვარამაძე დანიშნა, ხოლო დანარჩენი ორი მოადგილის თანამდებობას გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე დაიკავებენ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]