weather cur horoscope tv
ოქტომბერი 02, 2023

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1977 წელს დაბადებული ნ.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1990 წელს დაბადებული რ.გ. დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს.

ბელაქანის რაიონულმა სასამართლომ საქართველოდან გატაცებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს, აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა 8 წლით პატიმრობას ითხოვდა.

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილი 259 პირი დაარეგისტრირა. პუტინი მონაწილეობას მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 18 მარტს გაიმართება.

„თიანეთში მე-11 დღეა, რაც მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერებულია. 2 დაბის და 80 სოფლის მოსახლე იძულებულია თოვლში და სიცივეში ფეხით გადაადგილდეს. ბოლო 4 წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევა, როდესაც მუნიციპალური ტრანსპორტი თიანეთის…

აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმეზე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ (EHRAC) თანამშრომლობით, რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ რუსთავის პოლიციის თანამშრომლებს ირაკლი დარჩიაშვილს და ბესიკ ბეგიაშვილს პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა მათ იარაღით სამსახურებრივი უფლებამოსულების გადამეტებასა და რომან ღონღაძის ცემას ედავება.

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან თვითმფრინავ ТУ 154-ის კატასტროფის მიზეზი ბორტზე მომხდარი აფეთქება იყო. 2010 წლის 10 აპრილს მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავში მყოფი 96-ივე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის…

UEFA-მ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე 2017 წლის ევროპის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა. საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე დიდი რაოდენობით გასული წლის ტრიუმფატორი კლუბის, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები მოხვდნენ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სპეცოპერაციის ეთნიკურ ჭრილში გადატანის მცდელობები მიუღებელია. მისი თქმით, მსგავსი ტიპის ოპერაციებს…

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]