საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ. ზესტაფონის რაიონში მცხოვრებმა ოჯახებმა ხუთი დღის შემდეგ, დაკრძალვამდე ცოტა ხნით ადრე, გამოარკვიეს, რომ სამედიცინო დაწესებულებიდან სხვისი მიცვალებული გაატანეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ახმეტაში ზურაბ იდოიძე დააკავა. სუს-ის ცნობით, იდოიძე ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს თურქეთ-საქართველოს საზღვრამდე ტრანსპორტირებაში…
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავის საპარლამენტო მდივნად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი დანიშნა. პრეზიდენტის განცხადებით, ანა ნაცვლიშვილი ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული ხმაა იმ საკანონმდებლო პროცესებში, რომელიც ბოლო წლებში საქართველოში ვითარდებოდა.
19 წლის დავით ტორიაშვილის მკვლელობის ბრალდებით ერთი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის კი 5 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ტორიაშვილი 29 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს და ცხედარი მტკვარში გადააგდეს.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში 500-კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივების განცხადებით, ელექტროგადამცემი ხაზი მათ ეზოებს კვეთს, რაც 25 ოჯახს აიძულებს, საცხოვრებელი ადგილი დატოვოს. ისინი მშენებლობისთვის ალტერნატიული ტერიტორიის შერჩევას…
თბილისში, ყაჩაღობის ბრალდებით ორი მამაკაცი - 21 წლის კ.კ. და 22 წლის დ.მ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულები 2 იანვარს, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე ტოტალიზატორის - „ევროპაბეთის“ შენობაში შეიჭრნენ, მოლარეს…
თურქეთი საქართველოს და სომხეთის საზღვრებთან ელექტრონული სათვალთვალო სისტემის დამონტაჟებას გეგმავს. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ ირანის საზღვარზე მშენებარე კედლის დათვალიერების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სისტემის დამონტაჟებით სასაზღვრო…
ზამთრის ოლიმპიური თამაშებში მონაწილეობისთვის ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეაში სპორტსმენებს, გულშემატკივართა ჯგუფსა და მაღალჩინოსანთა დელეგაციას გააგზავნის. გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების წარმომადგენლების სამხრეთ კორეის დელეგაციასთან შეხვედრისას გახდა ცნობილი.
თბილისში, ორთაჭალაში, სამართალდამცავებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი დავით ტორიაშვილია, რომელიც 10 დღის წინ დაიკარგა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მას ჭრილობები კისრის არეში აქვს მიყენებული და ფიზიკური ძალადობის კვალი ეტყობა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ინდივიდუალურად შეისწავლის გორის მოსახლეობის განცხადებებს, სს „საქგორგაზის“ მიერ 2017 წლის დეკემბერში განხორციელებულ დარიცხვებთან დაკავშირებით. კომისიის ინფორმაციით, შესწავლის შედეგად დადგინდება, რამ განაპირობა აბონენტებზე გაზრდილი…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11