საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში ჯილეხი დაფიქსირდა. ამ დაავადებით 58 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. „TV25“-ის ინფორმაციით, სოფელში კარანტინი გამოცხადდა.
2017–2020 წლებში კახეთში გზების მშენებლობაზე მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება და რეგიონს ევროპული სტანდარტების გზები ექნება, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინა.
პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული ფრენები ამ ზამთარსაც გაგრძელდება. ვერტმფრენით მგზავრობა თუშეთის მცხოვრებლებს და იქ დასაქმებულ პირებს შეეძლებათ. მგზავრობა უფასოა.
ესპანელი მარია პილარ აბელ მარტინესი, რომლის მოთხოვნითაც სალვადორ დალის ნეშტის ექსჰუმაცია მოხდა, მხატვრის შვილი არ აღმოჩნდა. ექსპერტებმა დნმ ანალიზის ჩასატარებლად ნიმუშები დალის კბილებიდან, ძვლიდან და ფრჩხილებიდან აიღეს.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა 2017 მსოფლიო ჩემპიონატზე 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბექა გურულისა (54 კგ) და ოთარ აბულაძის (63 კგ) მიერ მოგებულ ბრინჯაოებს, თავიანთი წილი იგივე სინჯის მედლები…
საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში იტალიასთან წააგო და მერვედფინალში…
თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ართანას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყის მასივში, ცეცხლის კერები ლოკალიზებულია. ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აგრძელებენ. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ავიაცია.
ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის ერთდროულად ორი მონაკვეთის მშენებლობა იწყება, რომელიც ჯამში 15 კილომეტრამდეა. პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული მონაკვეთის ინვესტიცია 500 მილიონ ლარამდეა და ის დასაქმების ძალიან დიდ კომპონენტს ითვალისწინებს.
საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 წლის ბიჭი დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაშავდა. ერთმანეთს „ჰონდას“ და „ფორდის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11