weather cur horoscope tv
მაისი 18, 2024

7 სექტემბერს საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ საქართველოს 29-ე ჩემპიონატის ლიგა 3-ის ე.წ. ზედა ჯგუფში 1-ლი ტურის მატჩი გამართა და საკუთარ მოედანზე დასავლეთის ზონის პირველადგილოსანი „ჭიათურა“ 4:0 გაანადგურა.

სირიის არმია აცხადებს, რომ ისრაელის ავიაციამ დაბომბა მისი ობიექტი, რომელიც ქვეყნის დასავლეთ ნაწილშია განთავსებული. სამხედრო უწყების მიერ 7 სექტემბერს გავრცელებული განცხადებით, ლიბანის საჰაერო სივრციდან გამოშვებულმა რამდენიმე რაკეტამ მიზანში ამოიღო ქალაქ…

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა წელს, საზღვაო სეზონზე, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე შტორმისა და სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს, 605 ადამიანი გადაარჩინეს.  

კანადის დედაქალაქ ოტავაში კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალის მშენებლობის ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებისთვის საქართველოს მთავრობა 20 325 დოლარის ეკვივალენტ ლარს გამოყოფს. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული.

თეთნულდზე თოვლი მოვიდა

ხუთშაბათი, 07 სექტემბერი 2017 17:16

სვანეთში, თეთნულდზე თოვლი მოვიდა. თოვლი სამთო-სათხილამურო კურორტზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 3 000 მეტრზეა.

პრინცი ჯორჯი სკოლაში მივიდა

ხუთშაბათი, 07 სექტემბერი 2017 16:24

დიდი ბრიტანეთის პრინცი ჯორჯი სკოლაში მივიდა. სასწავლო წლის პირველ დღეს პრინცი სკოლაში მამამ, პრინცმა უილიამმა მიიყვანა. მათთან ერთად არ იყო კემბრიჯის ჰერცოგინია კეიტ მიდლტონი, რომელიც მესამე შვილს ელოდება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში შემოწმების მიზნით ცემენტმზიდი გააჩერეს, რომელსაც ვიზუალური დათვალიერებით, დალუქული და დაზიანებული ჰქონდა ლუქები.

მესტიის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად ღელეები ადიდდა და საავტომობილო გზებზე გადმოვიდა. წაღებულია მულახის თემის სოფელ ჭოლაშთან და ლენჯერის თემის სოფელ ქურელთან დამაკავშირებელი გზები, რის გამოც 48 ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში ჯილეხი დაფიქსირდა. ამ დაავადებით 58 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. „TV25“-ის ინფორმაციით, სოფელში კარანტინი გამოცხადდა.

2017–2020 წლებში კახეთში გზების მშენებლობაზე მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება და რეგიონს ევროპული სტანდარტების გზები ექნება, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]