საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში ხანძრის შედეგად 100 რიგზე მეტი ვენახი დაიწვა. ადგილობრივების თქმით, მეხანძრე–მაშველები შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მივიდნენ და ცეცხლის ჩასაქრობად საკმარისი წყალიც არ ჰქონდათ.
თბილისში გასამართ საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს. ჟიურიმ გადაწყვეტილება ყველა კონკურსანტის მოსმენის შემდეგ მიიღო. შერჩეული კონკურსანტისთვის სპეციალურად ახალი სიმღერა დაიწერება, რომლის კომპოზიტორიც ასევე კონკურსით შეირჩევა.
ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის კმ 12 - კმ 18 კილომეტრზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმების შედეგად, ამ მონაკვეთზე არსებულ სახიდე გადასასვლელებს მისასვლელი გზა გამოერეცხა.
„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა. მერობის კანდიდატად ქალი მხოლოდ თიანეთის მუნიციპალიტეტშია წარდგენილი. თიანეთის მერის თანამდებობის დასაკავებლად თვითმმართველობის არჩევნებში ლელა ქიტესაშვილი მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მოქმედი გამგებელია.
თბილისის მერებს შორის ყველაზე მაღალ ხელფასს გიგი უგულავა იღებდა, - 2011 – 2012 წლებში მისი ანაზღაურება წელიწადში 95 400 ლარი იყო. აქედან, პრემიის ოდენობა 52 920 ლარს შეადგენდა. დედაქალაქის მოქმედი მერის დავით…
ყაზახეთში მიმდინარე პრეზიდენტის თასის გატამაშებაში საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მესამე ტურის მატჩში ფრედ 4:4 ითამაშა მასპინძელ ყაზახეთთან და ტურნირის ფინალში გავიდა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ქალაქ ზესტაფონში, სავალუტო ჯიხურში ვალუტის გადაცვლისას 2 ცალი 500 ევროიანი ყალბი კუპიურა გაასაღა.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიურ საფეხბურთო კლუბ „ემპოლის“ წევრმა ლევან მჭედლიძემ ახალი ტატუ დაიხატა, რომელზეც მეფე დავით IV აღმაშენებელი და რეგიონებით მონიშნული გამთლიანებული საქართველოა გამოსახული.
საქართველოში ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, ისრაელმა ქართველი მეხანძრე-მაშველებისთვის 300 წყვილი სპეციალური ფეხსაცმელი შეიძინა. ფეხსაცმელი ისრაელის ელჩმა შაბთაი ცურმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილეს კახა ცერცვაძეს გადასცა.
რუსეთისა და იაპონიის ლიდერები აცხადებენ, რომ ორივეს აზრით, ჩრდილოეთი კორეა საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას, თუმცა როგორც ჩანს, კრემლი კვლავაც ეწინააღმდეგება ფხენიანისთვის გაეროს დამატებითი სანქციების დაწესებას.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11