საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
კახეთში, დედოფლისწყაროს რაიონში 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა 6 სექტემბერს, 21:43 საათზე დაფიქსირდა.
ევრობასკეტის გათამაშება საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მარცხით დაასრულა. ილიას ზუროსის გუნდს იტალიასთან ორი ქულით წაგებული (69:71) მატჩის მოგება შეეძლო, თუმცა ობიექტურად უნდა ითქვას, რომ გამარჯვება არ დაუმსახურებია.
ლაგოდეხში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დღეს საღამოს ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ეკლესიის ნახევარზე მეტი დამწვარია. ხანძრის მიზეზი სავარაუდოდ გაუმართავი ელექტროგაყვანილობა გახდა.
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.
უნგრეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდში 18 წლის გურჯაანელმა ვასო იმერლიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. ის +80 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მარცხენა ხელში ასპარეზობდა.
ოკუპირებული აფხაზეთის ფეხბურთის ნაკრები არაღიარებული ქვეყნების მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაცია (ConIFA) მართავს. ჩემპიონატი 2018 წლის 31 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით ინგლისში გაიმართება.
2017 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45.3 მილიონი ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 61%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 100.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო,…
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სავაჭრო ქსელ „პიქსელის“ შენობასთან ქმარმა ცოლი დანით დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ.
საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 2016 წელს ხელფასის სრული ოდენობით პრემია და დანამატი 18 - ჯერ, ხოლო მისმა მოადგილეებმა - მამუკა ვასაძემ, გიორგი გაბიტაშვილმა და გიორგი გოგაძემ 21-ჯერ აიღეს.
ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF) 17-24 სექტემბერს ჩატარდება. წელს სამ საკონკურსო კატეგორიაში ქართველი და უცხოელი რეჟისორების 44 ფილმი იქნება ნაჩვენები.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11