weather cur horoscope tv
ნოემბერი 29, 2024

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარმატება უსურვა წალენჯიხის არჩეულ მერს გიორგი ხარჩილავას და განაცხადა, რომ მთელი მთავრობა მზად არის „ოპოზიციურ მერთან“ თანამშრომლობისთვის.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული 21 477 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 2191 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 74 ინფიცირებული, 4348 კი გამოჯანმრთელდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით დღეს, 20:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართება. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მას შემდეგ განაცხადა, რაც პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადასაყვანად ხელისუფლებისთვის…

პოლიციამ მარტვილში, სალხინოს მამათა მონასტერთან დღეს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით 7 ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათგან ექვსი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის…

საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ამ საკითხზე დაუყოვნებლივ უნდა იმსჯელოს ექიმების კონსილიუმმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდვითარებასთან დაკავშირებით, ხვალ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე რიგი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

მარტვლიში, ჭყონდიდის ეპარქიაში შემავალ სალხინოს მამათა მონასტერთან ხმაური იყო. არსებული ინფორმაციით, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მრევლის ნაწილმა წირვაზე დასასწრებად მონასტერში შესვლა სცადა, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. პოლიციაში…

შინაგან საქმეთა სამინისტროს ხობის რაიონული სამართველოს ჭალადიდის პოლიციის განყოფილებაში მომხდარი მკვლელობისთვის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ტყუილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის, ბაჩა მგელაძის განცხადება იმის შესახებ, რომ აქციების ორგანიზატორები ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაციას შესაძლებლობას განიხილავენ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყოფილი პარლამენტარი კობა დავითაშვილი, სიკვდილის შემდეგ, ღირსების მედლით დააჯილდოვა. ღირსების მედლით ჯილდოვდებიან მოქალაქეები საქართველოს აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისთვის.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]