საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მხარს უჭერს ერთდოროულად ბევრ ადგილზე აქციების გამართვის იდეას. მისივე თქმით, აქციების მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნები და მისი გათავისუფლება უნდა იყოს.
„გავიგე, რომ ციხესთან მოშიმშილე 24 წლის გოგონა, ჩემი საყვარელი ნეკრესელი მეუფის, სერგის შვილიშვილი ყოფილა. მეუფე ახლახან წავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ იამაყებდა ნინოს სამოქალაქო გმირობით“, – წერს მიხეილ…
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, სოფელ ვაჩნაძიანში, „მეგრელიშვილების” და ალექსი ნატროშვილის სახელობის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მოასფალტება მიმდინარეობს.
სალხინოს მონასტრიდან პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილ, ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მიერ განკვეთილ მონაზვნებს, დანიელს და ბასილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას – პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. ამის შესახებ მათმა ადვოკატმა, ლაშა ხოშტარიამ ჟურნალისტებს გუნუცხადა.
საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ არ უნდა „მესამე პრეზიდენტის მკვლელობის“ თანამონაწილე იყოს და მზადყოფნას გამოთქვამს, მის ნაცვლად თავად ჩაჯდეს ციხეში. „ქართული ოცნებისადმი“ მიმართვა ბურჭულაძემ Facebook-ით გაავრცელა.
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 60 ქვეყანაში 83.8 მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 194 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე…
თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაური გაემიჯნა მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი მოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებით აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების კრიტიკის საპასუხოდ გავრცელდა.
საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულები, სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატები 400-დან 2000 ლარამდე ყოველთვიური სტიპენდიას მიიღებენ.
საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 55 301 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 5340 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3631 ინფიცირებული, 62 კი გარდაიცვალა.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა და მას მეხსიერების პრობლემა აქვს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11